საქართველოს ყველა გზა COVID-19- ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინებთან მიდის

საქართველოს ყველა გზა COVID-19- ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინებთან მიდის

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ქართველი  პოლიტოლოგი და პუბლიცისტი,  საქინფორმის მთავარი რედაქტორი  არნო ხიდირბეგიშვილი მიზანშეწონილად  მიიჩნევს, თუ საქართველოს მთავრობა გადადგამს  ნაბიჯებს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შესაძენად და ქვეყანაში  შემოსატანად.

”ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი  არის ვაქცინა. სხვა ვარიანტი გარდა  რუსული ან ჩინური ვაქცინისა, პრაქტიკულად არ გვაქვს.  გამორიცხული არ არის, რომ ეს იყოს  ყაზახეთში წარმოებული “Sputnik V”. მაგრამ დღეს არავის აქვს ზედმეტი ვაქცინა. რუსეთსაც,  ყაზახეთსაც და განსაკუთრებით, ჩინეთს ნაკლებად  აინტერესებს ფულადი მოგება იმ მცირე პარტიისგან,  რაც საქართველოს სჭირდება. აქ უნდა  ამოქმედდეს პოლიტიკური მექანიზმები, რადგან  ამ ქვეყნების ინტერესები, მეტნაკლებად, საქართველო ზე გადის”, – თქვა ხიდირბეგიშვილმა „Sputnik“-თან საუბარში.

”ევროკავშირმა უკვე დაიწყო ვაქცინაცია, მაგრამსაქართველოსთვის, რომელიც  ევროკავშირში შესვლას ცდილობს, ვაქცინა ჯერ ვერ გამოინახა”, – განაცხადა პოლიტოლოგმა. ამიტომ, მისი აზრით, საქართველო ყველა გზას რუსულ ვაქცინამდე მიჰყავს. „მით უმეტეს, რომ COVAX–ისპლატფორმაზე, სადაც  საქართველოა დარეგისტრირებული, არ არის  გამორიცხული დაგანიხილება რუსული  ვაქცინების ვარიანტი”, – აღნიშნა ექსპერტმა.
saqinfo.

კომენტარები ფეისბუქიდან