ლატვიელი პროფესორის  აზრით, არც თუ ისე სახარბიელო  მომავალი გველის.

ლატვიელმა რელიგიათ მცოდნემ, პროფესორმა ლეონ  ტაივანსმა თავისი მოსაზრებები გაუზიარა ჟურნალ  “Latvijas Avīze”-ს პანდემიის დასრულების შემდგომი ლატვიისა და მსოფლიოს მომავლის შესახებ. ლატვიელი პროფესორის  აზრით, არც თუ ისე სახარბიელო  მომავალი გველის

“დიდი ცვლილებები გველის. ვირუსმა მსოფლიო ცივილიზაცია გადატვირთა. საინფორმაციო ერა დიდი ხანია, რაც არსებობს, მაგრამ ახლა პანდემიამ იძულებით მიუერთა ციფრულ ცხოვრებას საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ამ სიახლეების გარეშე სურდა ეცხოვრა მთელი ცხოვრების მანძილზე.

როგორც ახალგაზრდები, ისე მოხუცები ხდებიან იძულებულნი, საჭირო ნივთები იყიდონ ინტერნეტის საშუალებით, იმუშაონ დისტანციურად, იცხოვრონ ვირტუალურ გარემოში, უარი თქვან ადამიანურ და ნათესაურ კონტაქტებზე. ამ ყველაფერს თან სდევს ნეგატივი. ადამიანი აღარ იქმნება “ღვთის სახედ”, არამედ გვევლინება სამედიცინო მოვლენების ერთობლიობად, ბიოლოგიურ რობოტად, რომელიც სხვებისგან არ განსხვავდება და არის ბროილერივით მანიპულირებადი” – აღნიშნავს პროფესორი.

ტაივანსის აზრით, მომავალი ავტორიტარული სისტემებისაა. იგი ერთ სიბრტყეზე აყენებს პუტინს, ლუკაშენკოს, ერდოღანსა და ირანის აიათოლებს და ამბობს, რომ ისინი წარმოადგენენ მომავლის მსოფლიოს დასაწყისს. იგი მიიჩნევს, რომ “პირადი მონაცემებისთვის ბრძოლა” მალე წაგებული იქნება და მსოფლიო უკვე მათ ხელშია, ვინც აკონტროლებს ინტერნეტს, მასმედიას, არმიებს, იარაღსა და სახელმწიფო ორგანოებს.

“ქაოსს მივყავართ მხოლოდ დიქტატურისკენ, ქაოსი არასოდეს ქმნის დემოკრატიას. ბოლოსდაბოლოს, ევროპა სისუსტისთვის და მარაზმისთვისაა განწირული. … ლატვიისა და ლატვიელების მომავალი, როგორც ჩანს, ასევე მოკლე იქნება. ამის ფიქრის საფუძველს მაძლევს დემოგრაფიული დინამიკა, მზარდი იმიგრაცია. ლატვიის მიწაზე შემოდიან არა მხოლოდ ახალი ვირუსები, არამედ ახალი ხალხები” – ასკვნის ლატვიელი პროფესორი.

როგორც ვხედავთ, ლატვიელი პროფესორი ნაციონალისტურ ამპლუაშია და ევროპაცენტრისტულად უყურებს სამყაროს, მაგრამ მის ნააზრევში ჭეშმარიტება დიდი დოზით არის.

https://ge.news-front.info/