OLYMPUS DIGITAL CAMERA

საქართველოს მიღების საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგში არ დგას

 ქართველი პოლიტოლოგი არნო  ხიდირბეგიშვილის ინტერვიუ  პოპულარულ ქართულ ყოველ კვირეულ გაზეთს “ასავალ-დასავალი” – „რუსეთიდან საქართველოში სოხუმის, ცხინვალისა და შატილის გავლით გზები უნდა გაიხსნას“ – ტელეარხ „РОССИЯ 24“–თვის მისი კომენტარის კვალდაკვალ, გამოაქვეყნეს საინფორმაციო სააგენტოებმა NEWS FRONT–მა, საქინფორმმა და ა.სხვ.  „და როგორ შეესაბამება  ეს საქართველოს მისწრაფებებს  ნატოსკენ? – ვკითხეთ ხიდირბეგიშვილს, – ევროკავშირისკენ, სადაც საქართველო  შესვლის შესახებ გააცხადის გაკეთებას 2024 წელს აპირებს?”.

   ა.ხ: დავიწყებ ამ უკანასკნელით. ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადის შეტანა საქართველოს ასეთივე წარმატებით შეუძლია დღეს, მაგრამ ეს 2024 წლამდე გადადეს, რათა დაამთხვიონ საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ძნელი არ არის იმის პროგნოზირება, რომ არჩევნების დროს დასავლეთის სიმპათიები მმართველი პარტიის მხარეს იქნება, რომელმაც ევროპულ ოჯახში საქართველოს საბოლოო გაწევრიანების თხოვნით მიმართა.

რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში გზებისგახსნას – აფხაზეთის, ცხინვალისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების გავლით,  ეს მხოლოდ მტკიცე არგუმენტია საქართველოს ევროკავშირში მისაღებად, რადგან  მთლიანად შეესაბამება თავად აღმოსავლეთ  პარტნიორობისიდეას და სულისკვეთებას. ამასთან, ვაშინგტონიც მოხარული იქნება, თუ საქართველო დამოუკიდებლად მოაწესრიგებს ურთიერთობებს რუსეთთან, თუმცა აშშ–მა რუსეთს სანქციები ყირიმის ოკუპაციის და არა საქართველოს ოკუპაციისთვის გამოუცხადა.

   ახლა – ნატოსთან დაკავშირებით: საქართველოს ბევრჯერ  უთხრეს, რომ ნატოში არმიიღებენ MAP–ის გარეშე და “კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ” ჩრდილო ატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციის წესდების მე –5 მუხლის გვერდის ავლით.  ანუ, საქართველოს არმისცემენ  „წევრობის სამოქმედო გეგმას“ნაცვლად  დღეს არსებული „ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებული არსებითი  პაკეტისა“ (SNGP), სანამ საქართველო  არ აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას,  რაც შეუძლებელია რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური და მეგობრული  ურთიერთობების აღდგენის გარეშე. მაგრამ ჩრდილო ატლანტიკური ბლოკის  ქვეყნების ლიდერებმა კარგად იციან, რომ  საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან  რუსეთთან სრულმასშტაბიანი დიალოგი და  პარტნიორობა მოსალოდნელი არ არის, ამიტომ საქართველოს მიღების საკითხი არ დგას,  თუმცა – ის არც არასოდეს მდგარა  ნატოს დღის წესრიგში.

     კორ.: “შანსი იქნება, მაგრამ ახლა – არა “, – ასე უპასუხა 2018 წელს ბრიუსელში  ნატოს სამიტზეაშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი არხის ჟურნალისტის  კითხვას – “როდის გახდება საქართველო  ნატოს წევრი? ” იქნებრამე შეიცვალოს  თეთრი სახლის ახალიად მინისტრაციის პირობებში?

ა.ხ.: საქართველოსთან დაკავშირებით პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი იქნება მისი წინამორბედის მიმდევარი და აი – ამის უახლესი დასტური. ”თუ ისეთი ქვეყანა,  როგორიც საქართველოა, დააკმაყოფილებს მიღების მოთხოვნებს და წვლილს შეიტანს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში, დიახ,  ნატო-ს კარიღია უნდა დარჩეს”, – განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენისას სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა ენტონი ბლინკენმა. სულ ერთი წინადადებაა, მაგრამ რა მჭევრმეტყველი! მოდი, დეტალურად განვიხილოთ იგი და ყურადღება მივაქციოთ ბლინკენის თითოეულ სიტყვას:

   ”თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც  საქართველოა”, – და არა ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას აშშ–თან, რომლის ხელისუფლების ხელმძღვანელებმა გასული წლის განმავლობაში ათასჯერ გაიმეორეს, რომ ”საქართველოს ურთიერთობა
აშშ–თან – სტრატეგიული მოკავშირე  №1-თან – არასოდეს ყოფილა ისეთ  მაღალ დონეზე, როგორც დღეს”;

   ”შეძლებს წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას” – ნიშნავს, რომ დღეს საქართველო არ აკმაყოფილებს ნატოს წევრობის მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხარჯავს მშპ-ს 2% -ზე მეტს სამხედრო საჭიროებებზე, როგორც ამას ნატოს სტანდარტები მოითხოვს; წელიწადში ნატოს ორი საერთაშორისო წვრთნის მიუხედავად – “Agile Spirit” და “Noble Partner” – თბილისის მახლობლად; მიუხედავად თბილისის გარეუბნებში გახსნილი ცენტრებისა – „ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრი“ (JTEC), „აშშ-საქართველოს საბრძოლო მომზადების ცენტრი“ (CTC) და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორია; მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი ბათუმისა და ფოთის საზღვაო პორტებით არის ”შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიული კონცეფციის” წამყვანი ქვეყანა და ნატოსა და აშშ–ის ერთადერთი ფორპოსტი სამხრეთ კავკასიაში; მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დიდი ხანია მოქმედებს ნატოს სამთო მომზადების სკოლა საჩხერეში და აშენდა ნატოს აეროდრომი ვაზიანში (ნატოს ლოჯისტიკური ცენტრი სამხრეთ კავკასიაში). ან იქნებ საქართველო  არ აკმაყოფილებს ნატოში მიღების მოთხოვნებს, რადგან მისი  ცენტრალური ხელისუფლება არ  აკონტროლებს ქვეყნის მთელ ტერიტორიას?!

   ”თუ ის წვლილს შეიტანს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში” – მაინტერესებს, როდესაც ერაყსა და ავღანეთში ათობით ქართველი სამხედრო იღუპება და ჭრილობების შედეგად ასობით ხეიბარი ბრუნდება, აკმაყოფილებს თუ არა საქართველო ნატოში შესვლის მოთხოვნებს? როდესაც საქართველო არის ყველაზე დიდი დისტრიბუტორი ნატოს ოპერაციებში არაწევრ ქვეყნებს შორის, აკმაყოფილებს იგი ნატოში გაწევრიანების მოთხოვნებს? ან იქნებ საქართველო აკმაყოფილებს ნატოში გაწევრების მოთხოვნებს, როდესაც ISAF-RSM ოპერაციების ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იცავენ აშშ-ის სამხედრო ბაზებს ავღანეთში?! გამოდის, საქართველომ კვლავაც უნდა გაგზავნოს თავისი შვილები სასიკვდილოდ, რათა „წვლილი შეიტანოს  კოლექტიურ უსაფრთხოებაში”! მაგრამ ამის შემდეგაც კი, საქართველოს ალიანსში არ მიიღებენ და MAP- საც კი არ მისცემენ, არამედ უბრალოდ, როგორც ენტონი ბლინკენი წინადადების ბოლოში დასძენს, ”ნატოს კარს მისთვის ღიად დატოვებენ”…
Saqinfo.