აზერბაიჯანის პრეზიდენტი, გუშინ ვინც იყვნენ გადაცემაში, უკლებლივ ყველას მიანიჭებს  „აზერბაიჯანის ეროვნული გმირის“ წოდებას“- ირაკლი ლატარია

-„აზრზე ხართ, აზერბაიჯანული ტელევიზიები იმის დამადასტურებლად, რომ სადაო ტერიტორია მათია და არა საქართველოსი, მაგალითად მოიყვანენ, გუშინ ვინც ეყარნენ ტელევიზიაში და ტაშს უკრავდნენ მელაშვილს მათ განცხადებებსა და პოზიციებს.

წარმოიდგინეთ, რამხელა ღალატთან გვაქვს საქმე? გაგიაზრებიათ ბოლომდე? არც ერთი აზერბაიჯანელი ისე არ იცავს თავიანთ პოზიციას, როგორ ამასთან ეკეთებენ ვითომ ქართველები.

დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, გუშინ ვინც იყვნენ გადაცემაში, უკლებლივ ყველას მიანიჭებს  „აზერბაიჯანის ეროვნული გმირის“ წოდებას“, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში  განაცხადა, -დავით გარეჯის კომპლექსის საქართველოსთვის კუთვნილების საფუძველი არ არსებობს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ 2021 წლის 28 მარტს გათავისუფლდნენ.
tvalsazrisi.