ცნობილი ასტრო-პარაფსიქოლოგი: ანნა ლენორმანი 2001 წელს ნაწინასწარმეტყველებ სტატიას გვამცნობს

ცნობილი ასტრო-პარაფსიქოლოგი: ანნა ლენორმანი საკუთარ 2001 წელს გაკეთებულ წინასწარმეტყველებას ეხმაურება და მთელ საზოგადოებას მარიხუანას დაგმობისკენ მოუწოდებს:

ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც გასინჯა ვერაგული მცენარე-მარიხუანა, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, უკვე ხდება მასზე დამოკიდებული. ადამიანებს ვისაც აურა აქვს დარღვეული, ან საერთოდაც დაიბადა უკვე კარმული დაზიანებით ადვილად ექცევიან ზომბირებული მექანიზმების ქვეშ და მათზე ზეგავლენის და კონტროლის მოხდენა ძალიან ადვილია, ისინი ადვილად სამართვნი ხდებიან. 2000 წლიდან 95% იბადება კარმული, ან გენეტიკური დაზიანებით. 60-78-იან წლებში ვერ ვიტყვი, რომ არ იყვნენ ნარკომანები, თუმცა ძალიან ცოტა მოიხმარდა ასეთ სიკვდილის მომტან ნარკოტიკულ საშუალებას. რადგან იბადებოდნენ ძლიერი აურითა და ფსიქიკით, შეეძლოთ თავზე კონტროლის მოზდენა და ცდუნებაზე უარის თქმა. ახლა კი პირიქითაა ახალგაზრდების უმეტესობა უფრო მავნე ჩვევებს ითვისებენ, ვიდრე კარგს. როგორ შეიძლება ხალხნო ამის ლეგალიზაციის დაშვება, ეს ხომ სრულიად ჩვენს ახალგაზრდებს გაანადგურებს და დააჩლუნგებს. მე ჩემს სტატიებში ადრე ავღნიშნე, რომ მედიცინაში კანაფის მცირე დოზით გამოყენება კურნავს მრავალ დაავადებას, თუმცა ისიც ნათლად ავხსენი, რომ კანაფის ჭარბი დოზის მიღებით ადამიანი ანგრევს თავის ორგანიზმს. ამ მცენარეს შეუძლია შეგირყიოთ ფსიქიკა. თუ სტატისტიკა გვქონდა 30% ნარკოდამოკიდებული ავადმყოფი, ახლა გვეყოლება 95%. დამიჯერეთ ჩემო მეგობრებო მე ყველა მეცნიერს და მეცნიერულ აღმოჩენას პატივს ვცემ, მაგრამ ეს რაც დღეს ჩვენს თავს ხდება ნამდვილი კატასტროფაა, რაც მე ვიწინასწარმეტყველე 2001 წელში, სამწუხაროდ ის ხდება დღეს და ეს მწარე რეალობაა. ჩვენმა საზოგადოებამ არ უნდა მიიღოს ეს რეალობა და მითუმეტეს, თუ ეს წინასაარჩევნო თამაშია, ვაი, რომ უფსკრულში მივექანებით და ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ და წინ აღვუდგეთ ჩვენი ქვეყნის, შვილების და მომავლის განადგურებას.