იჩუკაიძე საგიჟეში ჩასვეს, მელაშვილი და ილიჩოვა კი მოსამართლე კალიჩენკოს გაათავისუფლებინეს!“

-„იჩუკაიძე საგიჟეში ჩასვეს, მელაშვილი და ილიჩოვა კი მოსამართლე კალიჩენკოს გაათავისუფლებინეს!

ციხეში რომ დაეტოვებინათ, მაშინ შესაბამის ვადებში უნდა დაემტკიცებინათ ბრალი, გამოევლინათ დამკვეთები და ყველასთვის მიესაჯათ სამშობლოს ღალატისათვის. ახლა კი დროში შეზღუდულები აღარ არიან და სწორედ ამიტომ აღარ უწერია დასასრული ამ პროცესს…

არადა ყველა მტკიცებულება არსებობს (მათ შორის გადამალული რუქები და ვიდეოჩანაწერები) რომ შემსრულებლებისთვის გვერდით მიესვათ დამკვეთებიც.

ახლა მაინც თუ ხვდებით ქოც-ნაცებად გაყოფილო ,,ელექტორატო”, რომ ტყუილად გაპირისპირებენ ერთმანეთს და სინამდვილეში ერთად ღალატობენ ეკლესიას და სამშობლოს?!

როდემდე უნდა იტყუოთ თავი?!

ვინც ეს მოღალატე ქოც-ნაცური პოლიტ-ელიტა აირჩიეთ, იცოდეთ, რომ თქვენი რჩეულების მიერ ჩადენილ თითოეულ ღალატში პირადი პასუხისმგებლობა გეკისრებათ, მოგიწევთ კიდეც, როცა წმ. დავით გარეჯელის და 6 000 მოწამე ბერის წინაშე წარსდგებით, თუ არ შეინანებთ და თქვენი რჩეულების მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეების გამოსწორებას არ შეუდგებით…

ქოცებო, თქვენ მაინც თუ ხვდებით, რომ არჩევნების წინ ამ თემის გააქტიურება მხოლოდ გრძნობებზე თამაშს და საკუთარი სკამების შენარჩუნებას ემსახურებოდა?!… ხომ გაინაღდეს თავისი და ახლა ხელს აფარებენ (კოჰაბიტირებულ ერთობაში მყოფ) დამკვეთებს?! ვერც იმას აცნობიერებთ, როგორ გამოგიყენათ არქიფომ (თქვენ ხომ მის კანდიდატად წამოყენებულ ,,პოლის ჯოხსაც” მისცემდით ხმას) და შეგატოვათ ჩიჩილაკას მსგავსები?!

აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო საავტომობილო გზის გამოყვანა დავით გარეჯამდე!!!

გიორგი იჩუკაიძე (რომელიც 99% აღარც კი გახსოვთ) საგიჟეთშია გამომწყვდეული, მოღალატეები კოჰაბიტირებულად აგრძელებენ ქვეყნის დაშლას, ხოლო ,,ბედნიერი ჩვენი ერი” იმას ფიქრობს ,,რაი ვჭამოთ, რაი ვსვათ და რით შევიმოსოთ”…

p.s. გარეჯი საქართველოა!!! და ჯერ კიდევ ჰყავს ჩვენს ქვეყანას მამულიშვილები, ვინც სიცოცხლის
ფასად არ დათმობს მას. ეს უნდა იცოდეს შიდა და გარეშე მტერმაც!!!“ – წერს ლევან ჩაჩუა.
tvalsazrisi.