ვასკა სანიკიძის შიშველ სხეულზე, ოცნების ტატუს ადგილი ქართველმა “დივამ” დაიკავა!

ქართველი დიზაინერი, მრავალი პრესტიჟული კონკურსების ორგანიზატორის და საკმაოდ სკანდალური სელებრითი: გიორგი მასხულიას მეგობარი ვასკა სანიკიძე TVM NEWS-ის ჟურნალისტს ინტერვიუში გამოუტყდა, რომ მართალია მისი საქმიანობა აქამდე შემოიფარგლებოდა ტურიზმით, თუმცა მალე იგი აპირებს დიზაინერობას და საკუთარი ესკიზებით მამაკაცის ხაზის შექმნას. ვასკამ აგრეთვე ისიც გაგვიმხილა, რომ ბავშვობიდან შეყვარებული ყოფილა ცნობილ ქართველ მომღერალ ლელა წურწუმიაზე და მან ოცნება აიხდინა, რადგან სხეულზე ქართველი დივას პორტრეტი ამოისვირინგა. მართალია ვასკამ ბავშვობის ოცნება აიხდინა, თუმცა საინტერესოა ამ ყველაფერზე მამულიჩას რეაქცია. ვნახოთ რა მოჰყვება ერთი შეხედვით უწყინარი ტატუს ეფექტს. დაველოდოთ მოვლენებს. აი ვასკას ტატუც!