„როგორ შეიძლება იმოქმედოს ყოველდღიურმა კარმამ ჩვენ ცხოვრებაზე და რა სიმპტომები ახასიათებს, როცა არასწორად ვიქცევით?..“-ასტრო-პარაფსიქოლოგი: ანნა ლენორმანი

კარმა, როგორც ადამიანის ყოველდღიური ქცევის კანონი-ცნობილი ასტრო-პარაფსიქოლოგი: ანნა ლენორმანი

როგორ შეიძლება იმოქმედოს ყოველდღიურმა კარმამ ჩვენ ცხოვრებაზე და რა სიმპტომები ახასიათებს, როცა არასწორად ვიქცევით?.. სულ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ არსებობს გენეტიკური კარმა  { მშობლიური და საგვარეულო } რეინკარნაციული{ წინა ცხოვრების, რომელსაც ადამიანის აზროვნება ვერ წვდება }, თემა ძალიან დიდია, ამიტომ დღეს შემოვიფარგლოთ ყოველდღიური კარმის განხილვით.

კარმა არის კანონი ადამიანისთვის, რასაც აკეთებს იგი ბუმერანგივით უბრუნდება უკან. გრაფიკის მიხედვით რეინკარნაციული და გენეტიკური კარმა ერმანეთთან ძალიან მიჯაჭვულია. აგრეთვე ადვილად იბლოკება. მაგრამ ყოველდღიური კარმა ძალიან საშიშია, რადგან მისმა დაზიანებამ ადამიანს შეიძლება მოუტანოს მრავალი განუკურნებელი დაავადება და თუ წინა ცხოვრებაშიც დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მაშინ მას ემართება განუკურნებელი სენი, რომელიც ტანჯავს და არ კლავს, ან აყურებინებს საყვარელი ადამიანის ტანჯვას. სამყაროს კანონები ძალიან მკაცრია და აისახება ბუნების კატაკლიზმებში. ამიტომ მოდით პირველ რიგში ავხსნათ ყოველდღიური კარმის მკაცრი კანონი. ნუ დავიდებთ სხვა ადამიანის ცოდვას საკუთარ კისერზე, ვიყოთ თავმდაბლები, ნუ ვიფიქრებთ ცუდზე, რომ არ დავაზიანოთ საკუთარი თავი. ნუ ვიქნებით შურიანები, ვიფიქროთ ერთმანეთის კეთილდღეობაზე. არ გინდათ უსაფუძვლო ჩხუბები, კამათი, შეცდომების სხვაზე გადაბრალება, ნარკოტიკი (მარიხუანა), ჭარბი თრობა (ლოთობა), აზარტული თამაშები, რომლებსაც ადამიანები სიკვდილამდე მიყავს. ნუ იფიქრებთ, იმას, რომ აღსარებით და მარხვით ამ ცოდვებს გამოისყიდით. მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ მოინანიოთ და მაშინაც ნახევრად მოგეტევებათ. თუ იცით, რომ ცოდვას ჩადიხართ და მაინც არ ჩერდებით, თქვენი პატიება არ იქნება, ყოველდღიური კარმა უკან დაგიბრუნებთ თქვენს ცოდვებს. ვერ გაექცევით თქვენს ნამოქმედარს, ამიტომ ჩემი რჩევაა: იმოქმედე და იცხოვრე ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ, ეს რეალობაა და ყოველდღიური კარმის კანონია, რაც ყველა მოკვდავ ადამიანზე ვრცელდება, თუმცა ყველაზე მეტად მოეთხოვებათ: მოსამართლეებს, მაღალი თანამდებობის პირებს, რადგან ისინი გადიან ბოლო რეინკარნაციას. ამიტომ იცხოვრეთ პატიოსნად და სამართლიანად, თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრების ბოლო რეინკარნაციაში დაისაჯოთ. ჩემო მეგობრებო მიიღეთ და გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები, რადგან მე ამას გეუბნებით ჩემი ხედვიდან და მიღებული ცოდნიდან გამომდინარე. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.