მოჭრილი ჯვარი და ნათელა თურნავას კომენტარი-„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში”.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მოლაპარაკებები სამინისტროსა და “ნამახვანი ჰესი”-ს ინვესტორთა შორის წარმატებით დასრულდა. შეთანხმების ტექსტი მთავრობამ სხდომაზე უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც მოხდება მასზე ხელმოწერა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება.   

„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს არის ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“ – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ  „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორ კომპანიებთან გამართული დასკვნითი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გააკეთა. 

ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის პროცესის შესაჩერებლად 2020 წლის ოქტომბერში ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აღმართა ჯვარი და გაშალა კარვები, სადაც 96 დღის განმავლობაში იყვნენ.

2020 წლის 30 იანვარს, დილის საათებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია, საღამოს კი, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ადგილობრივების კარვები აიღეს, მოგვიანებით მოთხარეს ჯვარიც. კარვების აღების პროცესში დააკავეს ერთ-ერთი ადგილობრივი აქტივისტიც.

როგორც აქციის ერთ ერთი მონაწილე სოც. ქსელში, წერს, “იმ ადგილას, სადაც ჯვარი მოხსნეს, ღამით ძაღლი ადის და შემზარავად ყმუის””