თურნავას მორიგი სკანდალური განცხადება-თითქოს ინვესტორები ზურგზე მოიკიდებენ ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც. თუმცა თუ ინვესტორმა ისარგებლა და ადგილობრივებმა ვერა ზურგზე მოკიდებული არ არის?!

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი სტრატეგიული პროექტია, რადგან დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში. მინისტრის თქმით, პროექტის გარშემო სხვადასხვა არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„ერთ-ერთი ასეთი ტყუილი არის, რომ თითქოს მთელი ხეობა გადაცემული აქვთ ინვესტორებს და თითქოს ზურგზე მოიკიდებენ ისინი ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც. ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ალბათ საჭირო არ არის იმის ახსნა, თუ რა სიკეთე მოაქვს უცხოელ ინვესტორს და უცხოურ ინვესტიციას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი საუკეთესო საინვესტიციო გარემოთი სწორედ იმის გამო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ტოლერანტულები ვართ სხვადასხვა ქვეყნის უცხოელი ინვესტორის მიმართ. ამ ტრადიციას კი არასოდეს დავარღვევთ, რაოდენ ცალკეული გამოვლინებებიც არ უნდა იყოს ამ საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ინვესტორ კომპანიას რიონის ხეობაში გადაეცა მხოლოდ და მხოლოდ ის მიწა, სადაც ჰიდრონაგებობები განთავსდება.

„ეს არის საკმაოდ გრძელი გვირაბი, ეს არის დიდი ტევადობის წყალსაცავი, შენობა, სადაც აგრეგატები განთავსდება, სადერივაციო გვირაბი. ამას დიდი მიწა სჭირდება, მაგრამ არა მთლიანად ხეობა.

გარდა ამისა, მათ ეს გადაეცათ არა უფასოდ, როგორც ვიღაცები ამბობენ, არამედ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. მათ უკვე 30 მილიონ ლარამდე გადაიხადეს კომპენსაციების სახით და აუნაზღაურეს ეს კომპენსაციები სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას, 280-მდე ოჯახს.

ზოგმა კომპენსაცია მიიღო თავისი საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, ზოგმა კი მიიღო კომპენსაცია იმის გამო, რომ უბრალოდ ამუშავებდა მიწას, რომელიც მათ არც კი ეკუთვნოდათ. რომ არა ინვესტორი და „ნამახვანი“, მათ ამის პერსპექტივა საერთოდ არ ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბებულია საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“, რომელსაც ნამახვანჰესის აშენება სურს, რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ფართობი, 99 წლით გადასცა. ეს მანამდე მოხდა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა.

მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბერს N2405 განკარგულებით, ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში შპს „ენკა რინიუებლზს“ გადაეცა 5 763 023 კვ.მ ფართობი (576.3 ჰექტარი), მათ შორის 1 981 220 კვ.მ (198.12 ჰექტარი) ტყე. განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად, კომპანიამ, 99 წლის განმავლობაში, წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ.

განაცხადა ნათელამ რეგ ინფოსთან საუბარში-https://reginfo.ge/

ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის პროცესის შესაჩერებლად 2020 წლის ოქტომბერში ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აღმართა ჯვარი და გაშალა კარვები, სადაც 96 დღის განმავლობაში იყვნენ.

2020 წლის 30 იანვარს, დილის საათებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია, საღამოს კი, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ადგილობრივების კარვები აიღეს, მოგვიანებით მოთხარეს ჯვარიც. კარვების აღების პროცესში დააკავეს ერთ-ერთი ადგილობრივი აქტივისტიც.

როგორც აქციის ერთ ერთი მონაწილე სოც. ქსელში, წერს, “იმ ადგილას, სადაც ჯვარი მოხსნეს, ღამით ძაღლი ადის და შემზარავად ყმუის””