ევროპა შეიძლება იქცეს მეოთხე იმპერიად, რომელშიც მნიშვნელობა არ ექნება არც მოკავშირე სახელმწიფოებს, არც ეროვნულ კულტურებს.

“თუ მომავალ ათწლეულში ვერ  შევძლებთ ეროვნული მთავრობების შენარჩუნებას ცენტრალურ ევროპაში, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ, როცა  ჩვენი შვილები წამოიზრდებიან და  ჩვენი წლოვანებისა იქნებიან, ევროპა უკვე მეოთხე იმპერია იქნეს”, _ განაცხადა უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა  ლასლოკიოვერმა გამოცემა Do Rzeczy–სთვისმიცემულ ინტერვიუში.  მისი თქმით, ამ იმპერიაში მნიშვნელობა აღარ ექნება  არც მოკავშირე სახელმწიფოებს და არც ეროვნულ კულტურებს.

ლასლო კიოვერმა ილაპარაკა, აგრეთვე, იმაზეც, როგორ ახდენს გავლენას ჯორჯ სოროსი ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროპულ თანამეგობრობაზე.

“ფული ძალაუფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ომისთვის საჭიროა სამი რამ: ფული, ფული და ფული. სამწუხაროდ ეს პრინციპი მოქმედებს არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ პოლიტიკაშიც. სოროსი მნიშვნელოვანი პერსონაა, ეს უეჭველია. მხოლოდ შარშან თავისი ფონდების მეშვეობით 32 მლნ დოლარი დახარჯა, რათა წარმოეჩინა ხედვა ე.წ. ღია საზოგადოებაზე, რაც, ჩემი აზრით, უტოპიაა და ბევრი უბედურების მიზეზი იქნება”, _ თქვა უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა.

უფრო ადრე უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა გერმანულ გამოცემა Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი ძალიან ერევა თავისი წევრი ქვეყნების კომპეტენციაში. ორბანის თქმით, ცენტრალური ევროპის ქვეყნები არასოდეს იტყვიან უარს თავიანთ ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ კულტურასა და “ტრადიციული ოჯახის მოდელზე”.
Geworld.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან