თურქეთში საჯაროდ ალაპარაკდნენ საქართველოს მიერთებაზე

თურქეთის ტელეარხმა იმ ქვეყნებზე ისაუბრა, რომლებიც 2050 წელს  თურქეთის შემადგენლობაში “შევლენ”.

თურქეთში სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს “დიდი თურანის” იდეა, რომელზე ლაპარაკსაც ადგილობრივი ოფიციალური არხებიც არ ერიდებიან.

ტელეარხმა TRT1-მა ცოტა ხნის წინათ იწინასწარმეტყველა, რომელი ქვეყნები შევლენ უახლოოესი 30 წლის განმავლობაში თურქეთის შემადგენლობაში.

თურქები ვარაუდობენ, რომ მიიერთებენ შუა აზიის ქვეყნებს, საქართველოს, სომხეთს, ოსეთს, აფხაზეთს, აზერბაიჯანს… 2050 წლისთვის კი “დიდ თურანს” შეუერთდება არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები, რუსეთის სამხრეთის ტერიტორიები, ყირიმი და სხვ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თურქეთი თავს უკვე მიიჩნევს იმპერიად, რომელსაც შეუძლია, დაუპირისპირდეს დიდ ქვეყნებს. ეს ხელს აძლევს, რა თქმა უნდა, დასავლეთს, კერძოდ, ბრიტანეთსა და აშშ-ს, რომლებითვისაც მთავარ პრობლემად კვლავ რჩება “უკონტროლო რუსეთი”.
Geworld.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან