მიმდინარეობს ტერორისტული სპეცოპერაცია “კოვიდპანდემია!

“იცი ნიშნები ანტიქრისტესი? საკუთარ თავში არ დაიმარხო, არამედ უხვად აუწყე ყველას!” (წმ. კირილე იერუსალიმელი)

კარატეს ცნობილ ინსტრუქტორ კახა კაკაბაძესთან ჩვენმა ინტერვიუმ (18-24 იანვარი, N – 4 (1364) ), რომელიც კორონა-პანდემიის ორგანიზატორთა მზაკვრულ მიზნებს ამხელდა – მრავალრიცხოვან მკითხველთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. საზოგადოებას აქამდე ეგონა, რომ პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, სინამდვილეში კი, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი განსაცდელი ჯერ მხოლოდ იწყება – მოდის ანტიქრისტე და პლანეტის მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება მასსა და ქრისტეს შორის! სენ-სეიკახა კაკაბაძეს ამჯერად, იმ ტექნოლოგიებზე სასაუბროდ ვესტუმრე, რომლებიც  ანტიქრისტეს წინაშე დასამონებლად გვიბიძგებენ:

ასეთ ტექნოლოგიები უკვე შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში. წარმოიდგინეთ ადამიანი – ჭაობში. მუხლამდეა იქ, წელამდე თუ ყელამდე – ჭაობში უკვე დაწყებული აქვს შეტოპვა! მე ამ ჭაობს ვუძახი ციფრულ სისტემას. ვინაიდან პლანეტის მოსახლეობის ბიომეტრიზაციის პროცესი მდორედ მიმდინარეობდა,  მსოფლიოს ბნელი ძალები გეგმა „ბ“ – ზე გადავიდნენ და საქმეში ჩართეს ტერორისტული სპეცოპერაცია „კოვიდ პანდემია.“

 

მაგრამ, რა შუაშია პანდემიასთან ციფრული სისტემა?

 

ამ უკანასკნელ 1 წელიწადში პანდემიის საბაბით მოხდა კაცობრიობის იმგვარი დამონება, როგორიც ვერ მოახერხა ვერც ერთმა იმპერიამ. ეს არის „ელექტრონულ-ციფრული საკონცენტრაციო ბანაკი.“ პლანეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით დააწესეს უამრავი რეგულაცია, რომელიც ბორკილზე უკეთ უზღუდავს ადამიანებს თავისუფლებას. პირველ რიგში, ეს არის პირბადე, რომლის გარეშეც ვერ იმგზავრებთ, ვერ შეხვალთ დახურულ სივრცეში, ვერაფერს იყიდით დ ვერაფერს გაყიდით. ახლა უკვე, ღია სივრცეშიც კრძალავენ პირბადის გარეშე გადაადგილებას. პირბადესთან ერთად, შემოიტანეს თერმოსკრინინგის აპარატები. ახლა უკვე, ამ აპარატებით სიცხის გაზომვის გარეშე ვერ შეხვალთ მაღაზიებში და ვერაფერს იყიდით. შეგახსენებთ, რომ აპოკალიფსის მე-13 თავში მოციქული იოანე იუწყება: «ვერავინ იყიდის ან გაყიდის რაიმეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი – მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.»

 

მაგრამ მხეცის ნიშნით ხომ ჯეჯერობით, არავინ აღბეჭდილა?

 

რაც ახლა ხდება, ეს არის კაცობრიობის შეჩვევა, რომ გარკვეული წინაპირობის გარეშე „ვერაფერი იყიდოს და გაყიდოს!“ შემდეგ იქნება გენერალური შეტევა. რაც შეეხება თერმოსკრინინგს – მისი მთავარი დანიშნულება გახლავთ არა სიცხის გაზომვა, არამედ ადამიანის სკანირება. როდესაც ადამიანები მხეცის ნიშნით აღიბეჭდებიან, საჭირო იქნება მოწყობილობა, რომელიც მხეცისგან დაღდასმული ადამიანების იდენტიფიკაციას მოახდენს, რათა აღუბეჭდავებისგან განსხვავებით, მათ მისცეს არსებობის – პროდუქტების და აუცილებელი ნივთების შეძენის და გაყიდვის უფლება. თუ დააკვირდებით, ადამიანებს სიცხეს უზომავენ შუბლზე ან მარჯვენა ხელზე! ესეც შემზადებაა. დიდ მარკეტებში უკვე პერსონალიც აღარ დგას, არამედ დამონტაჟებულია სკრინინგ აპარატები COBRAID („კობრაიდი“), რომელსაც ტელევიზიებში რეკლამებს უკეთებენ. დამაფიქრებელია, რომ ამ აპარატს აქვს კობრას ფორმა, ზომით საკმაოდ დიდია. რეკლამებშიც ჩანს, რომ ამ აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებელი უნდა მიეახლოს, ვითომც სიცხის გაზომვის მიზნით დაადოს შუბლი და ქვემოთ ღრმულში შეყოს ხელები.იქ წვეთავს სადეზინფექციო ხსნარი, რომელშიც გარეულია ნივთიერება პოლი-ჰექსა-მეთილენ-გუანიდინი, რომელიც, სხვათაშორის, სკოლებშიც შეიტანეს დეზინფექციის მიზნით, არადა, ნივთიერების დახასაითებაში პირდაპირ წერია, რომ იწვევს ფილტვების შეშუპებას! აპარატის დასახელება შედგება ორი სიტყვისგან: „კობრა“ და „აიდი.“ მისი მთავარი ფუნქცია იქნება ულტრაიისფერი დასხივების საშუალებით სამგანზომილებიანი შტრიხის წაკითხვა. დიახ, ეს აპარატი გახლავთ ანტიქრისტეს მეფობის შემამზადებელი მექანიზმი.

 

საიდან ასკვნით?

 

ვიდრე ქრისტე იმდროინდელ საზოგადოებაში საქადაგოდ გამოჩნდებოდა, მას იოანე ნათლისმცემელმა შეუმზადა საზოგადოება. ანტიქრისტე ფორმალურად იმეორებს ქრისტეს გზას, ამ მიზნით, მასთან შესაგებებლად მოხდება მოსახლეობის შემზადება, რათა ადამიანები აღბეჭდონ მხეცის დამღით. აპოკალიფსში 2 მხეცზეა საუბარი. პირველი გამოდის ზღვიდან (ამქვეყნიური წუთისოფლიდან) – ის შესაძლოა იყოს ტოტალური კონტროლის გლობალური სისტემა, რის დანერგვასაც ამჟამად, ჩვენს თვალწინ ცდილობენ. მეორე მხეცი გამოდის მიწიდან, ხოლო ბერძნულ დედანში ეს ადგილი იკითხება როგორც „მიწისგან დამზადებული,“ – რაც დიდი ალბათობით, შეიძლება ნიშნავდეს ხელოვნურ ინტელექტს, ერთგვარ კომპიუტერს, რომელიც გახდება კაცობრიობის მმართველი! სწორედ ეს ორი მხეცი გახლავთ ანტიქრისტეს წინამორბედი, რომელიც მისი გამეფებისთვის საფუძველს ამზადებს. ანტიქრისტეს გამეფებამდე მხეცის ნიშნით უნდა აღიბეჭდოს მოსახლეობა. ბერძნულად ამას ქვია „ხარაგმა,“  რუსულად – „ნაჩერტანიე.“  შტრიხ-კოდი შეიძლება ამად მივიჩნიოთ. მხეცის რიცხვი უნდა წაიკითხონ მისმა ამომცნობმა მოწყობილობებმა, მაგალითად, კობრაიდმა. ამას გარდა, უკვე ფართოდ ინერგება გადახდის ახალი ფორმა – „ღიმილით გადახდა.“ სახის ბიომეტრიული მონაცემების წაკითხვას მოახდენს სკანერი, რომელიც დამონტაჟებული იქნება ტრანსპორტში, მარკეტებში და ყველგან. სკანერს გაუღიმებ და ანგარიშიდან მგზავრობის ტარიფი ავტომატურად გეჭრება. ასეთი აპარატი მე უკვე ვნახე მეტრო „ავლაბარის“ შესასვლელში. აქამდე, ბანკიდან თანხა რომ გამოგეტანა, ოპერატორისთვის უნდა გეთქვა პირადი ნომერი, რადგან მასზე არის მიბმული ადამიანის პერსონალური ინფორმაცია.  მომავალში გათვალისწინებულია, რომ ასეთი პირადი ნომერი ლაზერულად ამოიტვიფრება ადამიანის მარჯვენა ხელზე ან შუბლზე, ხოლო მას ულტრაიისფერი დასხივებით წაიკითხავს „ღიმილის სკანერი“ და „კობრაიდი.“

 

მაგრამ, იდენტიფიკაციის ასეთ სისტემას რა კავშირი აქვს „მხეცის ნიშანთან?“

 

წმიდა წერილში ნახსენებია „კაცის, ანუ, ადამიანის რიცხვი,“ რომელიც იგივე პირადი ნომერია. ხოლო შტრიხ-კოდი იქნება მხეცის რიცხვი! თითოეულ ადამიანს მოსთხოვენ, პირადი ნომერი და შტრიხ-კოდი აღიბეჭდონ მარჯვენა ხელზე და შუბლზე, რათა ჩაერთონ მსოფლიო კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მიზნით მოახდენს ადამიანების იდენტიფიკაციას. მოგეხსენებათ, ნებისმიერ პროდუქტზე არის აღბეჭდილი ციფრებიც და შტრიხ-კოდიც, რომლის თავში, შუაში და ბოლოში არის ჩამოგრძელებული 2-2 ხაზი, რომელიც არის გამხსნელი კოდი და გახლავთ ციფრი 6-ის აღმნიშვნელი. ეს კოდი გახლავთ ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყანაშია წარმოებული პროდუქტი, როდის არის შექმნილი და ა.შ.  კოდს კითხულობს სალაროს სკანერი და მოლარე შესაბამის თანხას გახდევინებთ. ზუსტად ამგვარად მოხდება ადამიანების აღბეჭდვაც. საგულისხმოა ერთი გარემოება: იმისთვის, რომ კობრაიდმა წაიკითხოს ტვიფარი, მას ადამიანმა შუბლი უნდა მიადოს, ხოლო სკანერს – გაუღიმოს. ვიხილეთ სატელევიზიო გადაცემა, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირდაპირ ეთერში საზოგადოებას წარუდგინა რობოტი, სახელად „პეპერი“, რომელიც აეროპორტებში და ყველა დიდ მარკეტებში ივლის, რათა კლიენტებს შუბლის ეკრანთან მიახლოებით სიცხე გაუზომოს. ეს იქნება ერთგვარი თაყვანისცემა ეკრანის, ანუ „მხეცის ხატების“ წინაშე. ნახეთ, რას ამბობს „აპოკალიფსის“ მე-13 თავში მოციქული იოანე: „ და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებასდა აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი – მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი – ექვსას სამოცდაექვსი.

 

ადამიანების აღბეჭდვა ნებაყოფლობით მოხდება თუ მოტყუებით?

 

ადამიანები დღითიდღე ეჩვევიან მორჩილებას – შუბლის მიშვერას, ხელის მიშვერას… თანდათობით, ადამიანის ქვეცნობიერს შეაგუებენ, რომ აღბეჭდვა სასიცოცხლოდ არის აუცილებელი. ამას წინ უძღვის ვაქცინაციის ეტაპი, რომელიც თავიდან არ იქნება სავალდებულო, თუმცა, ისინი, ვინც ვაქცინაციას არ ჩაიტარებენ – მოკლებულნი იქნებიან ნორმალურად არსებობის საშუალებას – ვერ იმგზავრებენ ტრანსპორტით, ვერ შევლენ მარკეტებში, ვერ დასაქმდებიან საჯარო სამსახურებში… კობრაიდერები უკვე მონტაჟდება, რომელსაც, როგორც ვთქვით, ტემპერატურის გაზომვასთან ერთად, ადამიანის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა გააჩნია. ეს ინფრასტრუქტურაა, რომელიც ადამიანებს ფაქტობრივად, უკვე აყენებს არჩევანის წინაშე. ხოლო როდესაც ამ ტექნოლოგიებთან შეჩვევის პროცესი დასრულდება, სწორედ მაშინ მოსთხოვენ ადამიანებს ტვიფარის მიღებას, რის გარეშეც, მათ შიმშილით სიკვდილი ელოდებათ. ანტიქრისტე პირფერობით მოდის იქამდე, ვიდრე აბსოლუტურ ძალაუფლებას მიიღებს და როგორც კი ეს მოხდება, მერე გამოავლენს თავის ნამდვილ სახეს. გადამწყვეტ მომენტში ყველას ექნება არჩევანი – მიიღოს ტვიფარი, ან უეჭველ ამქვეყნიურ სიკვდილზე წავიდეს ქრისტეს ერთგულებით! მაგრამ ძალზე ცოტანი აღმოჩნდებიან, ვინც ასე მოიქცევა. დანარჩენი კაცობრიობა კი, პლანეტის სულიერ და პოლიტიკურ ერთპიროვნულ წინამძღოლად ანტიქრისტეს აღიარებს, რაც თავისთავად, ქრისტესგან განდგომა იქნება. მინდა, მივმართო იმ სასულიერო პირებს, რომლებიც კურთხევას გასცემდნენ ჯერ აიდი-ბარათების აღებაზე, ახლა კი, ვაქცინაციაზე და ტესტირებაზე: ნუ ცდილობთ სიცრუის მამა გამოსცადოთ სიცრუის დეტექტორზე! ნუ ელით, რომ ის სიმართლეს გეტყვით თავისი მზაკვრული გეგმის შესახებ!

 

როგორ გადარჩეს ამ სიტუაციაში ადამიანი? ხომ არ დადგა დრო, გავერიდოთ ამ გარემოებას, გამოქვაბულებს და ხევ-ხუვებს შევეფაროთ?

 

წმიდა მამები წინასწარმეტყველებენ სულიერად გადარჩენის ორ ვარიანტს – ან მოგვიწევს ცივილიზაციისგან გაცლა, მთებსა და უდაბურ ადგილებში, სადაც უფალი წყალობას მოიღებს; ან ტვიფარის მიღებაზე თუნდაც, სიკვდილის რისკით, პრინციპული უარი ვტკიცოთ. პირდაპირ ვამბობ, რომ ჩინური სინოვაკი, გერმანულ-ამერიკული ფაიზერი, ინგლისური ასტრა-ზენეკა და რუსული სპუტნიკი – თითოეული ეს ვაქცინა შეიცავს საიდენტიფიკაციო დანამატ ლუციფერაზას!!! ამას გარდა შეიცავს აბორტის ცოდვით მოკლული ჩვილების სხეულიდან აღებულ უჯრედებს! პირადად ვნახე გადაცემა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ უჯრედზე მცირე, თხევადი და ლუციფერაზას მეშვეობით მანათობელი ნანოჩიპები ჩინეთიდან მთელ მსოფლიოში დაიგზავნება, რომელსაც წაიკითხავს სკანერები და ზუსტად დაადგენს, გაკეთებული აქვს თუ არა კონკრეტულ ადამიანს ვაქცინა! ყველას ვისაც ჩაუტარებენ ვაქცინაციას, მიანიჭებენ QR კოდს (მხეცის დამღას), კოვიდ პასპორტთან ერთად. ზუსტად ეს ბრძანა 40 წლის წინ წმიდა პაისი ათონელმა: „გამოჩნდება დაავადება და ვაქცინის მიღებასთან ერთად ანტიქრისტეს დამღასაც მიანიჭებენ ადამიანებს!“

 

რა ბედი ელით მათ, ვინც მიიღებს ტვიფარს?

 

გამოცხადების მე-14 თავში წერია, რომ მათ, ვინც მხეცის ნიშანს მიიღებენ, დროთა განმავლობაში ჩირქოვანი ჭრილობები გაუჩნდებათ. ეს იქნება სიკვდილზე უფრო საზარელი ტანჯვა. ბოლოს ჩართავენ 5 G ანტენებს, რაც, ლუციფერაზით ვაქცინირებულების ორგანიზმებში გამოიწვევს ნანოჩიპების ამოქმედებას, ადამიანების ცნობიერება მთლიანად კომპიუტერს დაექვემდებარება და  ზომბირებულ ბრბოდ აქცევს მოსახლეობას, რომელიც ანტიქრისტეს სცემს თაყვანს! ამიტომ, ყველას მოვუწოდებ: ნუ ჩაიტარებთ ტესტირებას, რათა ხელოვნურად არ დაინფიცირდეთ! ნუ გაიკეთებთ ვაქცინას, რადგან მისი ორგანიზმში შეყვანის მთავარი დანიშნულება კორონავირუსის პრევენცია კი არ არის, არამედ ის, რომ თერმოსკანერის მეშვეობით ინფორმაცია გადასცეს მთავარ კომპიუტერს – მიღებული გაქვთ თუ არა მხეცის ნიშანი!                                                                                                  მოგმართავთ წმიდა მოციქული პავლეს სიტყვებით: „გაფიცებთ უფალს, წაუკითხეთ ეს წერილი ყველა ძმას, ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მადლი თქვენთან, ამინ! (1 თესალონიკელთა 5. 27-28)

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”