აქცია ჩატარდება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე

პოლიტიკური პარტიის “ქართული იდეა” ლიდერი, ლევან ჩაჩუა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“აქცია ჩატარდება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე!

ახლა დამირეკეს და მაცნობეს, რომ მთელი დასავლეთ საქართველოს პოლიცია შეჰყავთ თურმე რიონის ხეობაში!

ჯერ ერთი, ეგ პოლიციელები ქართველები არიან და სხვაზე ნაკლებად არ შესტკივათ გული საქართველოზე!

მეორე და მთავარი: პოლიცია და სპეცნაზი კი არა, ნატოს თურქული ჯარები რომ შემოიყვანოთ, მაინც არ დავთმობთ ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხილ მიწა-წყალს და არ გავჩერდებით!

ესაა ახლა ჩვენი ხრესილიც და დიდგორიც!!!

p.s. იმის გამო, რომ ვიწრო ხეობაში შეუძლებელი იქნება ამდენი მანქსნის ელემენტარული გადაადგილება, ორგანიზატორებმა აქციის ჩატარდება გადაწყვიტეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე.”
alia.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან