არნო ხიდირბეგიშვილი: ევროკავშირში შესასვლელად საქართველომ კანონი უნდა დაარღვიოს?!

საქართველოში პოლიტიკური  კრიზისი „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას  დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა.  ოპოზიცია ქუჩებში გამოვიდა და ორი  კვირის განმავლობაში საპროტესტო  აქციების გამართვას აპირებს,  რომლებიც, ლიდერების თქმით, მხოლოდ მაშინ გადაიდება, თუ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან “მოლაპარაკებები განახლდება.  აქციის მონაწილეები  პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ვადამდელი  არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.  ისინი მოთხოვნების შესრულებამდე  კარვებში დარჩენას და, ასევე,  მასშტაბური აქციების გამოცხადებას გეგმავენ.

   ევროსაბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი თბილისში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. შარლ მიშელისთქმით, ეს რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე პირადად მისთვის. ამიტომ, ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა უზრუნველყონ სიტუაციის განეიტრალება.

   ”რაც შეეხება დღევანდელ ვიზიტს,  ვფიქრობ, ეს არ იქნება ევროკავშირისა და თეთრი სახლის ჩინოვნიკების  უკანასკნელი მცდელობა დაარწმუნონ  მმართველი პარტია დათმობებზე წავიდეს, ხოლო ოპოზიციისგან უკვე  არავინ ითხოვს პარლამენტში შესვლასა  და პრეტენზიების წარდგენას ტრიბუნიდან… და აი ახლა მმართველი პარტიისგან  მოითხოვენ თვალი დახუჭოს კანონზე – გაათავისუფლოს მელია. სხვა  სახელმწიფოს საშინაო საქმეებში  ჩარევა ისეთივე კანონდარღვევაა,  როგორც საქართველოს ხელისუფლებისგან  კანონის დარღვევის მოთხოვნა.  სახელმწიფოს საშინაო საქმეებში  ჩარევა დაუშვებელია! მით უმეტეს, მის სასამართლო  ხელისუფლებაზე ზეწოლა.

     პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამგვარი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს გამოიწვევს. ”გამოდის, რომ  ევროკავშირში გასაწევრიანებლად,  უფრო სწორად, კონტინენტზე ყველაზე  დემოკრატიული ორგანიზაციისკენ  სწრაფვის გზიდან არგადახვევა, სადაც კანონის  უზენაესობაა”ბიბლიაა”, საჭიროა  ერთხელ მაინც კანონის დარღვევა ერთ კონკრეტულ  მოქალაქესთან დაკავშირებით?!  ფარულად, და, ამავდროულად მთელი მსოფლიოს  გასაგონად? ეს ხომ ორმაგი სტანდარტია: რადგან მელია ოპოზიციური პარტიის  თავმჯდომარეა, მაშასადამე მას  ნებადართული აქვს ყველაფერი, რაც  ეკრძალებათ უბრალო მოკვდავებს?!”,- აცხადებს ხიდირბეგიშვილი.
saqinfo.