ყველასათვის ცნობილი, ენერგიული და წარმატებული რუსთაველი ქალბატონი: მერი ლოლაძე – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას რუსთავში და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა
–გაეცანით ქალბატონო მერი საზოგადოებას, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ.
-გახლავართ „რუსთავის მედიცინის სახლი – N 1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი-‘’ს ხელმძღვანელი. განათლებით ვარ ეკონომისტი, დამთავრებული მაქვს ი.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი,ასპირანტურა. მაქვს სახელმწიფო მართვის სერთიფიკატი. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ამიტომ არ გამიჭირდა ამ თანამდებობაზე მუშაობა.ამასთან მიყვარს საქმის კეთება და პრობლემები არ მაშინებს. ეხლა მოკლედ მოგახსენებთ ჩვენი ცენტრის შესახებაც. ჩვენი ცენტრი იყო პირველი სამედიცინო დაწესებულება ქალაქ რუსთავში. აქ მუშაობდნენ გულისხმიერი,კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ექიმები, რომლის ტრადიციაც გრძელდება დღესაც. დროთა განმავლობაში ცენტრი ფინანსური პრობლემების გამო ჩამორჩა მედიცინის თანამედროვე მოთხოვნებს, თუმცა პრივატიზაციის შემდეგ, დროის მცირე მონაკვეთში სანდო და ავტორიტეტულ სამედიცინო დაწესებულებად იქცა. დღეის მდგომარეობით ცენტრი რეაბილიტირებულია და აღჭურვილია თანამედროვე უახლესი სამედიცინო აპარატურით. ჩვენი ცენტრი ჩართულია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში. ამით ვცდილობთ რუსთაველ მოსახლეობას მივაწოდოთ ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები სახელმწიფო თანადაფინანსებით.
–ქალბატონო მერი, რამ გადაგაწყეტინათ ჩვენ პროექტში მონაწილეობის მიღება?..
-მოხარული ვარ, რომ ასეთ პროექტში ვღებულობ მონაწილეობას, რადგან მიმაჩნია, რომ თქვენი პროექტი ემსახურება კეთილ მიზნებს, თქვენი ორგანიზაციის შესახებ ბევრი კარგი მსმენია, აკეთებთ ძალიან კარგ საქმეს, ავლენთ წარმატებულ ქალბატონებს საქართველოს მაშტაბით ყველა სფეროში. ბიზნესში წარმატებული ქალების რიცხვი კი სულ უფრო მატულობს. მე ვფიქრობ ბიზნესის მართვა ქალებსაც კარგად გამოგვდის.
–მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..
-ახალბედა დამწყებ ბიზნესმენ ქალბატონებს ვურჩევ დაისახონ მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად იშრომონ ბევრი, უყვარდეთ საქმე, იმუშაონ საკუთარ თავზე მუდმივად და აიმაღლონ ცოდნა, იყვნენ თავმდაბალი, იმუშაონ გუნდურად. დაუშვან და აღიარონ შეცდომები. მთავარია არ დანებდნენ. ვუსურვებ ყველას წარმატებებს.
შეგახსენებთ, რომ მერი ლოლაძე გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ მერის, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი მერი არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული, სიცოცხლით და ენთუზიაზმით სავსე ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.