მთავრობა ვერ დაასაბუთებს, რატომ არის საიდუმლო ვაქცინის შესყიდვა და ფასი.

თქვენი აზრით, რას ნიშნავს პრემიერმინისტრის განკარგულების ეს ორი პუნქტი? რამდენს ვიხდით ჩინურ ვაქცინაში, საიდუმლოა და უკვე ისიც საიდუმლოა, რაზე შეთანხმდება ჯანდაცვის უწყება, მით უმეტეს, ეს სამინისტრო მთავრობასთან შემდეგი კონსულტაციებისგან თავისუფალია და შეუძლია, რამდენიც სურს, იმდენი გადაიხადოს, ფასშიც შეიტანოს კორექტივები და პირობაშიც. მანამდე კი ის კანონიც მივიღეთ, რომელიც მწარმოებელს ვაქცინის უკუჩვენებებზე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ხელი დაიბანა.

მარტივად აგიხსნით, როგორ კეთდება ფული ჩვენს ხარჯზე. მთავრობა ვერ დაასაბუთებს, რატომ არის საიდუმლო ვაქცინის შესყიდვა და ფასი. ეს არ არის საბრძოლო იარაღი, არ არის ატომური ბომბისთვის საჭირო მასალა. ეს არის ვაქცინა, რომლის საბაზრო ფასიც, საზოგადოდ, ყველასთვის ცნობილია. თუმცა, როცა ვაქცინის საბაზრო ფასი იცი და შეიტყობ, რომ საქართველო ამ ფასზე ორჯერ ან სამჯერ მეტს იხდის, გაგიჩნდება ლოგიკური კითხვა _ რატომ? სავარაუდოდ, ეს კითხვა მთავრობაში ბევრს გაუჩნდება და ამიტომ მხოლოდ ჯანდაცვის  სამინისტრო გადაწყვეტს ნებისმიერ  შესასწორებელ საკითხს, ანუ  რამდენად უნდა იყიდოს, ვთქვათ, 20 დოლარად ღირებული ვაქცინა  და ჩვენ ვერასდროს გავიგებთ,  რეალურად რა თანხა გადავიხადეთ  ჩინურ ვაქცინაში.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ ვაქცინის ხარისხსა და საიმედოობას, ჩინური  “სინოფარმა” გაერთიანებულმა  არაბულმა საამიროებმა შეისყიდა და  აღმოჩნდა, რომ ორი დოზით აცრის  შემდეგ ადამიანების მცირე  რაოდენობას მოუწია ვაქცინის მესამე  გამაძლიერებელი დოზის მიღება,  რადგან ორმა რეკომენდებულმა  დოზამ საკმარისი იმუნიტეტი არ  გამოიმუშავა.  კლინიკური კვლევები შეწყდა მას შემდეგ, რაც გამოვლინდა ძლიერი თანამდევი უარყოფითი რეაქციები. სამწუხაროდ, მონაცემები, რომელი უარყოფითი მოვლენები განვითარდა, არ არის ცნობილი. არადა, ყველა სხვა ვაქცინის უარყოფითი თანამდევი მოვლენების შესახებ არის ინფორმაცია. არც ერთი უარყოფითი მოვლენის შემთხვევა არ არის აღწერილი ამ ვაქცინის გარშემო. გამოდის, ვაქცინას, რომლის 100 ათასი დოზა შემოვა, აქვს უარყოფითი თანამდევი მოვლენები, მაგრამ არ გვეუბნებიან. ცოტა შორს წავიდეთ. საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ფასები კალმახა სოკოსავით იზრდება, ლარი ყოველდღიურად უფასურდება. სწორედ ამიტომ ძალიან დიდია სტიქიური, მშიერი ბუნტის საფრთხე. თუ გახსოვთ, თავის დროზე იტალიაში დიასახლისები გამოვიდნენ ქუჩაში, ხელში ცარიელი ქვაბები ეჭირათ და კოვზებს უბრახუნებდნენ. ამით ხელისუფლებას მიანიშნებდნენ, გვშიაო. იტალიელ ქალთა იმჟამინდელი პროტესტი ქვაბების რევოლუციად მოინათლა. სწორედ სოციალური ფონის სათავისოდ გამოყენება სურს ოპოზიციას (მოდი, შევთანხმდეთ, სადაც ოპოზიციას ვახსენებთ, იქ “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობთ, რადგან დანარჩენი პარტიები ნაცების დაკრულზე ცეკვავენ). უკვე არაერთხელ გაისმა მოწოდება, რომ მოსახლეობა ქუჩაში არა ოპოზიციის მხარდასაჭერად, არამედ სოციალური ფონის გამო უნდა გამოვიდეს. სოციალური 
აფეთქების ეშინია ხელისუფლებას  და ამიტომ შეფარვით თუ პირდაპირ  უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ  აპრილში რეგულაციები ისევ  გამკაცრდება და ისევ ჩავიკეტებით.  მთავრობა მორიგი კარანტინის  დაწესებით ცდილობს ხალხის  ყურადღების გადატანას და  იზოლაციითა და სახლებში  გამოკეტვით მშიერი ბუნტის თავიდან  აცილებას, სულ ცოტა _ მასშტაბის  შემცირებას. “ხაზს ვუსვამ, მესამე ტალღის ალბათობა და რეალური რისკი არსებობს და მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მივცეთ ამის შესახებ ინფორმაცია. აცრა ინფექციის ცირკულაციის შემცირებაზე სწრაფ ეფექტს არ მოგვცემს, ამიტომ სასურველი იქნება, დავიცვათ ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებზეც ვსაუბრობთ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ახლა 43 პროცენტზეა ჩამოსული, 50 პროცენტის ქვემოთ უკვე საგანგაშოდ ითვლება. 90 პროცენტის ფარგლებში თუ გვექნება, მაშინ შეიძლება, მესამე ტალღას ავცდეთ. პირბადესთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს თავყრილობების პრევენციას, დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას”, _ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.  როგორ გგონით, რას მოასწავებს “საგანგაშო მაჩვენებელი”? ჰოდა, ამ პირობებში ცოტა სასაცილოდ ჩანს, როგორ ცდილობს ხელისუფლება, მთავარ მაშველ რგოლად ნამოხვანჰესის მშენებლობის დაწყება აქციოს. დაიწყო საუბრები ეკონომიკური აღორძინების გეგმაზე და პირდაპირი მინიშნება, რომ ამისკენ მისასვლელი გზა სწორედ ნამოხვანჰესზე გადის. ფაქტია ისიც, რომ პრემიერის შეცვლამ ქვეყანაში რეალურად არაფერი შეცვალა. ერთი ეგაა, ხალხი იმით გაართეს,  გიორგი გახარია პოლიტიკაში  დაბრუნდება, ნანატრ მესამე ძალას  შექმნისო. დავუშვათ, შეიქმნა ეს მესამე ძალა, მერე? დაბრუნდა გახარია პრემიერად და რა გამოვა? გახარია არ იყო, დავოსის ეკონომიკური ფორუმის წინ, მისი და ვლადიმირ პუტინის  შეხვედრის შესაძლებლობას რომ განიხილავდნენ და დასავლეთმა აიძულა ჩვენი პრემიერი, სიტყვით გამოსულიყო და რუსეთი გაეკრიტიკებინა? შეხვედრა ჩაიშალა, გახარია აღმოჩნდა ერთადერთი ლიდერი, რომელმაც რუსეთი გააკრიტიკა, დანარჩენებმა კი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს, სამომავლო გეგმები დააწყვეს და ფორუმი იმისთვის გამოიყენეს, რისთვისაც რეალურად იმართება. გამოდის, გახარიაც, ღარიბაშვილიც  და ღარიბაშვილის შემცვლელიც,  ვინც უნდა იყოს ის, აუცილებლად  იმას გააკეთებს, რასაც დასავლეთი  უბრძანებს. აქამდე რომ მივედით,  გახარიას ბრალი და წვლილი არაფერია? თუ თვალის ჩაპაჭუნებით ეშველება  ქვეყანას? შეცვალა რამე საგარეო ან  საშინაო კურსში ღარიბაშვილმა?  არა და ვერა. და ასე იქნება მანამ, სანამ დასავლეთის დაკრულზე ვივლით. “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” გასაღებას დასავლეთი ითხოვს, ჩინური ვაქცინა  ადგილობრივებს სჭირდებათ ფულის  გასაკეთებლად. სხვაგვარად როგორ  შეიძლება, გარისკო და იყიდო წამალი,  რომლის უარყოფით თანამდევ მოვლენებს მალავენ? მთავრობის ნებისმიერმა წარმომადგენელმა აგვიხსნას, რატომ დაედო ჩინური ვაქცინის ფასს გრიფი “საიდუმლო”, როცა ყველა ქვეყნის ოფიციოზი სოციალურ ქსელებშიც კი წერს, რა უჯდება ქვეყანას ვაქცინის შეძენა? პირდაპირ გეუბნებით, ბატონებო: ამ გზით “ატკატს”  აკეთებთ და, თუ ასე არ არის,  ჩინური ვაქცინის ოფიციალური ფასი  გამოაქვეყნეთ და ისიც, რამდენს  ვიხდით ჩვენ. სამწუხაროდ, საქართველოს პირველი პირების მთავარი მოვალეობა ევროკავშირზე სწორება და მისი დირექტივების უსიტყვო შესრულებაა. ესაა სწორედ ჩვენი ეკონომიკის დაცემის თავიდათავი. მდგომარეობას უფრო აუარესებენ ხელოვნური კარანტინებით, რომელთა შემოღების მოთხოვნა ისევ ევროკავშირიდან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოდის. კორონავირუსის სწრაფად  დამარცხება თუ გნებავთ, აგერაა  რუსული “სპუტნიკ V”, მოილაპარაკონ  რუსეთთან, ერთ კვირაში მოგვაწვდიან  საჭირო დოზას, არც ფასს დამალავენ,  უფრო მეტიც, წარმოების აწყობაც კი  შეგვიძლია აქ, ჩვენვე რომ ვაწარმოოთ, უფრო იაფი რომ დაგვიჯდეს.  მაგრამ, ამის უფლებას დასავლეთი  არ გვაძლევს და არანაკლებ  მნიშვნელოვანია ის, რომ რუსულ  ვაქცინაზე კონკრეტული პირები ხელს  ვერ მოითბობენ. ვაქცინის ფასი  ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება  რუსულ ვებგვერდებზე და ვერ მოიტყუებიან, ვერ “დაატკატებენ”. ზუსტად ვიცით, რომ კომენდანტის საათს კიდევ კარგა ხანს არ გააუქმებენ. არადა, ორიოდე თვეში, საღამოს 21:00 საათზე მზეც არ იქნება ჩასული და ამ დროს სახლში გამოკეტილი ადამიანი რა დღეში ჩავარდება, ხომ ხვდებით? თუმცა, ხელისუფლებას არც  ეს ადარდებს, მისთვის მთავარია,  სოციალური აფეთქება არ მოხდეს  და ამ მიმართულებით ბოლომდე  ვერც ოპოზიცია “ჭედავს”, იმიტომ,  რომ მათაც ესმით, სოციალური  აფეთქების შემთხვევაში მშიერი  ხალხი, მხოლოდ ხელისუფლებას კი  არა, მათაც გადაუვლის, არც მათ  დაინდობს და ამიტომ ნელ–ნელა ცდილობენ, შეაპარონ,  ცდილობენ, ხელი შეუწყონ იმას,  რომ კუჭით უკბინოს ხალხმა  მმართველ გუნდს. ჰოდა, სანამ  პოლიტიკოსები სახელმწიფოებრიობანას  თამაშობენ, მანამდე ხალხს შიმშილით  სული ძვრება და ისე ჩანს, ჩინური  ვაქცინა “სულის გაძრობაში”  წაგვეშველება, მოდი, ასე მოვიქცეთ: ჩინურ ვაქცინას რომ შემოიტანენ თავისი საიდუმლო დოკუმენტაციით, პარლამენტარები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და ელჩები აცრან საჯაროდ, მერე კი ხალხს მოუწოდონ, გაიკეთეთო. კარგი, დანარჩენებს შევეშვათ, 90 პარლამენტარიდან 20 მაინც გვანახეთ, რომელიც ჩინური ვაქცინის გაკეთებას გარისკავს. ვერ იპოვით, არავინ შეირჭობს იმ ნემსს, რომელმაც, შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს და ეს ყველაზე კარგად სწორედ ხელისუფლებაში იციან.

ბესო ბარბაქაძე