პანდემიის პირობებშიც ბიზნესმენი გიორგი ოსიპოვი თანამოქალაქეების დასაქმებაზე ზრუნავს!

რამდენიმე ხნის წინ TVM-ის მედია ჯგუფმა საზოგადოებას გააცნო 30 წლის ახალგაზრდა, რომელიც მძიმე პანდემიის პირობებში ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. მას შემდეგ გავიდა გარკვეული დრო და ამჯერად გვინდა გამცნოთ, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა, გიორგი ოსიპოვმა საქართველოს ბაზარზე უკვე დაიმკვიდრა ბრენდული იმიჯი და ღირსეული სახელი. მისი ფეხსაცმელების საწარმო, რაც ყველაზე მთავარია, მსოფლიოში არსებული მოდური ტენდენციების      გათვალისწინებით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რაც ასევე იმითაც გამოირჩევა სხვა მსგავსი საწარმოებისგან, რომ ოსიპოვ შუზი იკერება, მხოლოდ ნატურალური მასალით და გააჩნია ფერთა ფართო ასორტიმენტი.

გასაოცარია, თუმცა ეს რეალობაა, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში შექმნილია მძიმე პანდემიური კრიზისი და უამრავი ფირმები ვეღარ უძლებენ ბაზარზე შექმნილ კონკურენციას, ახალგაზრდა ბიზნესმენი: გიორგი ოსიპოვი აფართოვებს საკუთარ საწარმოს და ასაქმებს თანამოქალაქეებს, რაშიც მას ეხმარება საკუთარი მიზანსწრაფულობა და ჰუმანიზმი.

როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, გიორგიმ ბიზნესის კეთებასთან ერთად, არ დაივიწყა, მძიმე ეკონომიურ გასაჭირში მყოფი მოყვასი და შეძლებისდაგვარად საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პანდემიის პირობებში. ახლა კი, ყველას სასიხარულოდ მინდა გაცნობოთ, რომ გიორგი ოსიპოვმა გააფართოვა საქმიანობის დიაპაზონი და სავაჭრო ცენტრ – ქარვასლაშიც (ცოტნე დადიანის # 7) გახსნა საკუთარი ობიექტი, უფრო მეტიც, სულ ახლო მომავალში, იგი გეგმავს ოსიპოვ შუზის ქსელის გაზრდას და თბილისში არსებულ მოლებში შესვლას, მოგვიანებით კი საქართველოს რეგიონებშიც გახსნის ფილიალებს და შექმნის ახალ-ახალ სამუშაო ადგილებს.