ბოლო სერიაში თურნავას იჭერენ

„კავკასიური სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„როდესაც ხელისუფლება არაკეთილსინდისიერად იქცევა და არ შესწევს ძალა პროტესტის მონაწილეებს სერიოზული არგუმენტებით აუხსნას საქმის შინაარსი, ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. ეტაპებად შემიძლია ჩამოვთვალო:

1. ხელისუფლება ცდილობს პროტესტის იგნორირებას. აქვს იმედი, რომ ხალხი შეწყვეტს ბრძოლას, დაიღლება.

2. ქვეყანაში მიმდინარე სხვა საკითხის გააქტიურების პარალელურად, პროტესტის მიმართ საზოგადოების ყურადღების მოდუნებისთანავე ცდილობს საპოლიციო ძალებით დაშალოს არასასურველი შეკრება.

3. თუ პროტესტმა დროს გაუძლო და დანარჩენი საზოგადოების თანაგრძნობაც მოიპოვა, იწყებენ სახალხო განხილვებს. განხილვებს ცრუმონაწილეობის ფორმა აქვთ. იმართება შეხვედრები შეხვედრებისთვის, გარეშე პირების დასანახად, სერიოზულობის ნიშანწყლის გარეშე.

4. თუ ფსევდოგანხილვების, დარბევების, მარათონული დატვირთვის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება, ხელისუფლება საინფორმაციო შტურმს იწყებს. პირველ რიგში კაპიტალის მხარეს მდგომი, ლიბერალური ჟანდარმერიის ნაძირალა არაადამიან წარმომადგენლებს რთავენ საქმეში: “მე ზუსტად არ ვიცი ნამახვანი უნდა აშენდეს თუ არა, მაგრამ თურქოფობიის საფრთხეა მაღალი, აქ სხვა მტრული სახელმწიფოების ხელი ურევია.” პარალელურად, ქუჩაში გულწრფელად გამოსულ მოქალაქეებსა და შემზარავი ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არარსებულ კავშირზე იწყებენ უბადრუკ, ყალბ მინიშნებებს…

5. თუ უბრალო ადამიანების ქსენოფობებად და ბნელეთის მოციქულებად გამოცხადება არ გაჭრის, ახალ ტორპედოს აამოქმედებენ ხოლმე – “საწყალი” კაპიტალისტები წერილით მიმართავენ ჩაგვრის მსხვერპლთა მთავარ მცველს – სახალხო დამცველს, სკანდინავიის ლტოლვილთა საბჭოს, ინდოეთის მათხოვრების პროფკავშირებს და პროტესტანტებს კომპანიაზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულებენ

6. სიტუაციის დამძიმების უმთავრესი ნიშანი არის საქმეში აღზრდისა და ზრდილობის პრობლემის მქონე, სავარაუდოდ სპეც.სამსახურებთან დაკავშირებული, “მობლატავე” ხეპრეების მთავარ მენეჯერებად ჩართვა. (ჭიათურმანგანუმის ყოფილ ხელმძღვანელს ორი აგური უნდა ეჭიროს ხელში და მესამეს უნდა ეძებდეს. საქართველოს მთავრობა კი ამ ბანდიტს ნამახვანჰესის მენეჯერად აგზავნის. იმერეთში იტყვიან- რავა ყველაფერში ნიჭიერი გამოდგა, მარგანეციც ესმიც, ჰესიც და ქუჩაც!!)

9. ცხადია, ვასალური აზროვნების მქონე პირებს ჰგონიათ, რომ უცხო ქვეყნის ელჩების გამოგორებით, უცხოელი “ექსპერტების” ახმაურებით ხალხი კითხვებს უპასუხებს.

არ უნდა გამოგვრჩეს! – ცხრავე ეტაპს თან ახლავს სახელისუფლებო ტელევიზიების, ძირს დაგდებულ “ემენდემსებზე” გაყიდული ტროლების, ბოტების, პარლამენტარი მეძავების ყიჟინა. ისინი ამბობენ, რომ გარემოს დამცველები გაუნათლებლები და რუსეთის აგენტები არიან, ხელისუფლება კი კამელოტის რაინდებით არის დაკომპლექტებული.
alia.