საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო, შეეცადნენ ზეწოლა მოეხდინათ საპატრიარქოზე, რათა ეკლესიებში მოეხდინათ „ასტრაზენეკას“ რეკლამირება და პროპაგანდა გაეწიათ ვაქცინაციისთვის. მაგრამ საპატრიარქო ვერ გატეხეს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ძველმა პრეფერანსისტმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს, ჩემზე ქარაგმულად მინიშნებით, განაცხადა, რომ საქართველოში წამოეგნენ ვაქცინა „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას. მოგეხსენებათ, საქართველომ პოლიტიკური მოტივებით უარი თქვა რუსულ ვაქცინაზე “Sputnik V”, რომლითაც 2 მლნ–მდე მოქალაქე აიცრა და არ ყოფილა არც ერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა. პანდემიის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, საქართველომ, „UNICEF“-ის დახმარებით (გაეროს ბავშვთა ფონდში, ალბათ, ეგონათ, რომ ბავშვებს ეხმარებიან!) შემოიტანა 43 ათასი დოზა სამხრეთ კორეული “ასტრაზენეკა” – ნაგავი, რომლით ვაქცინაციაც შეჩერებულია მთელ მსოფლიოში! ორშაბათის შემდეგ, როდესაც საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო, შეეცადნენ ზეწოლა მოეხდინათ საპატრიარქოზე, რათა ეკლესიებში მოეხდინათ „ასტრაზენეკას“ რეკლამირება და პროპაგანდა გაეწიათ ვაქცინაციისთვის. მაგრამ საპატრიარქო ვერ გატეხეს. ამიტომ დღეს კათოლიკოს-პატრიარქზე მოახდინეს ზეწოლა, რათა იძლებული გაეხადათ, დაერწმუნებინა ქართველი ექიმები აცრილიყვნენ, რადგან ვაქცინაციაზე სულ 2 ათასამდე ექიმი დარეგისტრირდა. უწმინდესიც ვერ გატეხეს! დღესვე, გვირგვინოსანი ინფექციონისტი ცერცვაძის განცხადებისა და ილია მეორეზე ზეწოლის შემდეგ, 27 წლის ახალციხელი სანიტარი გოგონა შოკში ჩავარდა „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ და გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე. ვიმეორებ – საქართველოში გაკეთდა სულ რაღაც ათასზე ცოტა მეტი აცრა და უკვე მრავალი გვერდითი მოვლენაა, რომელთა შორის ერთი უმძიმესია… დღესვე, თავის დაბადების დღეს, ამ ვაქცინით აიცრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი… დღესვე, ალბათ – ჩვენი სისულელეების გამო, თბილისში მიწა გაიხსნა – უზარმაზარმა ნაპრალმა გააპო გორა ვაშლიჯვრისა და საბურთალოს შორის და მილიონამდე კუბური მეტრი მიწა ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოიქცეს თბილისზე! აი რა ხდება, როდესაც მედიცინას პოლიტიკაში ურევენ, როდესაც ექიმები პროპაგანდისტებად იქცევიან დაბალი პროფესიონალიზმის ან … ფულის გამო, რომელსაც პრეფერანსში აგებენ”, – დაწერა გუშინ საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო  ხიდირბეგიშვილმა Facebook– ის საკუთარ გვერდზე.