საქართველოში აღდგომის დღესასწაული სავარაუდოდ, კვლავაც შეზღუდვებით ჩაივლის. საუბარია, თბილისისა და საქართველოს დიდი ქალაქების ჩაკეტვაზე. ეს სულაც არ უკავშირდება პანდემიას, ასე უნდა ტიკარას.

საქართველოში აღდგომის დღესასწაული სავარაუდოდ, კვლავაც შეზღუდვებით ჩაივლის.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“ჩვენ წელსაც მოგვიწევს მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას ამ ეტაპზე არ მივმართავთ და შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები”, – თქვა მან.
ტიკარაძე არ აკონკრეტებს რა შეზღუდვებზეა საუბარი, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი უმკაცრესი ზომა შესაძლოა, ჩაკეტვაც იყოს.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, საუბარია, თბილისისა და საქართველოს დიდი ქალაქების ჩაკეტვაზე, რათა ხალხის მობილობა შემცირდეს.
ასევე იგეგმება, რომ შეზღუდვები დაწესდეს აღდგომის ღამეს, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კი აღნიშნა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ამისგან თავის ასაცილებლად და ჯერჯერობით კონტროლს ინარჩუნებენ, თუმცა თუ ვითარება გამწვავდა, შეზღუდვებიც ისევ დაბრუნდება.