რატომ უჭირთ ადამიანებს საჯარო გამოსვლა?
საჯარო გამოსვლას-იქნება ეს მიმართვა თუ პრეზენტაცია, ყოველთვის თან ახლავს შიში,მღელვარება, უძილო ღამეც კი. ეს განცდები საჯარო გამომსვლელს ხელს უშლის წარმატებულ, ეფექტურ და ეფექტიან გამოსვლაში. შიშს აძლიერებს შესაბამისი უნარების არქონა და იმ ხერხების არ ცოდნა, რაც საჯარო გამოსვლაში ეხმარება ადამიანს. თვით ყველაზე კარგი ,,მოლაქლაქეც“ ხშირად ისე აჰყვება ხოლმე ემოციებს, რომ მის სამეტყველო აპარატს საერთოდ აპაუზებს ხოლმე.
დგინდება, რომ საბოლოოდ ეს სირცხვილის განცდის, რეპუტაციის დაზიანების შიშია, რადგან გამოსვლისას თუ „ჩავარდი”, მერე ყველა შენზე იჭორავებს და დაგცინებს. „რომ არ გამომივიდეს?!“, „აუუ, თავი მომეჭრება”, “ვაიმე, მაგრად დამცინებენ”, “აჰ, არა! არ შემიძლია, მე მაგის ნიჭი არ მაქვს!”- გეცნობათ ალბათ ეს განცდები?!
რატომ ფიქრობს ადამიანი, რომ ის წარუმატებელი იქნება, რომ მას არ შეუძლია, რა აძლევს მას ამის საფუძველს და საიდან მომდინარეობს ეს საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, რთული სათქმელია, უამრავი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს უფრო ფსიქოლოგების კომპეტენციაა.
ხშირად მინახავს, როგორ გარდაიქმნება დილით ტრეინინგის დაწყების დროისათვის მორცხვი, გაუბედავი, შეშინებული ადამიანი, ლაღ და ენაწყლიან კომუნიკატორად საღამოს, ტრეინინგს დასრულებისას – იმაზე გაცილებით უკეთეს ვერსიად, ვიდრე დილით იყო.
რას ენიჭება მნიშვნელობა საჯარო გამოსვლების დროს?
ზოგს, ვინც უფრო გამბედავია, უადვილდება საჯარო გამოსვლა, ზოგს კი უჭირს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ბუნებრივად ახერხებს თავისი გამოსვლის სწორად აწყობას, ქარიზმატულია და გამოსდის, ზოგს კი- არა.
სურვილის შემთხვევაში, ყველანაირი ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი და საჯარო გამოსვლის სწავლაც აბსოლუტურად რეალურია. რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებენ ქარიზმატული ორატორები (გამომსვლელები) და ნაკლებად ქარიზმატულები. მაგრამ კარგი, მკაფიო, ეფექტიანი და ეფექტური გამოსვლის უნარების შეძენა შესაძლებელია.
რაც შეეხება უნარებს, ყველა საჯარო გამოსვლას კონკრეტული მიზანი გააჩნია და გამომსვლელი, კომუნიკატორი, შესაბამისად უნდა მოემზადოს.
რა თქმა უნდა, უპირატესობაა:
- კარგი მეტყველების უნარი;
- სხეულის ენის კარგი ფლობა
- არტიკულაცია და ფორმულირება;
- მთავარი სათქმელის განსაზღვრის და მისი მოკლედ ჩამოყალიბების უნარი;
- მაქსიმალურად კარგად დაგეგმილი გამოსვლა.
სტატისტიკის თანახმად, ამერიკაში საჯარო გამოსვლების შიში 10 ადამიანიდან 8 აქვს,ამიტომ ნუ გვგონია, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ასე.
მთავარია, თუ რა ემოციის მატარებელია თვითონ ამბავი. ხოლო გამომსვლელი როგორ წარადგენს ამას, ეს უკვე გამოსვლის სტილია დამანერა.
თუ გამომსვლელი ფლობს საჯარო გამოსვლების უნარებს, ის მარტივად შეძლებს სტილის შერჩევას და საჭირო ადგილას საჭირო ემოციური აქცენტის გაკეთებას. ამბის, სათქმელის, ემოციის მიტანა ორივე სტილით არის შესაძლებელი ან სულაც მათი შერევით, მთავარია, ეს მოხდეს ბუნებრივად.
საუბრის პროცესში ძალიან ფრთხილად არის განსასაზღვრი ზღვარი თქვენეულ სტილსა და „გადამეტებულს” შორის.
უბრალოდ, ისუნთქეთ მშვიდად!
ეს შეიძლება ერთი შეხედვით აბსურდად მოგეჩვენოთ, თუმცა აქ ძალიან ღრმა აზრია. საქმე იმაშია, რომ როდესაც ნერვიულობთ, თქვენს სხეულში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყოფა, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი სხეული იდეალურ მდგომარეობაშია. ფოკუსი იმაშია, რომ გამოიყენო ეს კრიტიკული მდგომარეობა შენს სასარგებლოდ და არა პირიქით. დასაწყისისათვის საკმარისია აღელვების, როგორც რაიმე პოზიტიურის, იმგვარად ინტერპრეტირება. ჩათვალეთ, რომ ეს მუხტია, რომელიც დაგეხმარებათ ჩანაფიქრის შესრულებაში.
თუ თქვენ გეძნელებათ ხალხის წინ ლაპარაკი ან სიტყვით გამოსვლა, მაშინ შესაძლოა, თქვენ პანიკაში ჩავარდეთ, გაოფლიანდეთ ან ძალიან ანერვიულდეთ. თითოეული, ვისაც გამოუცდია ხალხის წინ საუბარი, გამოუცდია სცენის შიში. კარგი ამბავი კი ის არის, რომ როგორც კი დაიწყებთ საუბარს და მიუახლოვდებით თქვენს სალაპარაკო თემას, სცენის შიში ხშირად გავლას იწყებს.
რომ აიცილოთ ნერვიულობა და ისაუბროთ თავდაჯერებულად, თქვენ უნდა მოემზადოთ. აკეთოთ სპეციალური სავარჯიშოები და მიმართოთ სპეციალისტს.
გთავაზობთ სალექციო კურსს ,,საჯარო გამოსვლები, მეტყველების დახვეწა და აუდიტორიის მართვა“. ლექციებს კითხულობს ფილოლოგი, ჟურნალისტი და კონფერენსიე ჟანა ასანიძე
კურსი მოიცავს:
- საჯარო გამოსვლებისათვის მზადება
- მეტყველების დახვეწა, ტექნიკა და სიტყვის მომზადება
- არტიკულაცია, წარმოთქმა, სამეტყველო აპარატი და მისი მონაწილეობა წარმოთქმაში, სუნთქვის გავარჯიშება
- ქართული ხმოვანი ბგერების თანასწორი წარმოთქმა, დარღვევები, დაყენება, კორექცია
- აზრის სწორად ჩამოყალიბების ტექნიკა, საჭირო ფრაზების გამოყენება
- ლიდერიზმის ფუნქციები, თვისებები, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება
- ორატორისათვის საჭირო თვისებების შეძენა-დახვეწა
- ადამიანებზე მეტყველებითი ზემოქმედების უნარის დახვეწა.
- ადამიანების დარწმუნება და მათზე აზრის გავლენის ტექნიკა
- მასის დამორჩილების ტექნიკა და კეთილგანწყობის მოპოვება
- მზერითი მეტყველება
- სხეულის ენა და მათი მეშვეობით ზეგავლენის მოხდენა
- სხეულის ენის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნიკის დახვეწა აუდიტორიის სამართავად.
13.ხელების ჟესტების გამოყენება საჭირო დროს.
- ძალაუფლების ჟესტები
- ემოციების მართვა და მათი ამოცნობა ადამიანებში
- ღიმილის ტექნიკა საჭირო დროს საჭირო სახეობით.
- არავერბალური კომუნიკაცია და მასაზე ზემოქმედების ხერხები
17.დუალიზმი-ორი ,,მე“-ს არსებობა და მისი საჭიროება.
- აუდიტორიის ემოციის მართვა და მისი გამოყენება
- კარგი შთაბეჭდილების მოხდენა მასაზე
- მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმა
- სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმა
- დიადი სიტყვის წარმოთქმა
- საპროტოკოლო საჯარო სიტყვის წარმოთქმა
24.თავდაჭერილობა არასასიამოვნო სიტუაციაში.
- მოკამათისა და მსმენელის ურთიერთობები, კამათის ხელოვნება
- ინტონაციის, ხმის, ფონაციის ცვლილებები მსჯელობის, კამათის ან საჯარო გამოსვლის დროს. აზრობრივი მახვილის სწორად დასმა.
- გამართული კითხვა. ,,ანუ“, ,,ესე იგი“, ,,მაშასადამე“-ს არასწორი გამოყენება და მისი საჭიროების შემთხვევები.
- სასვენი ნიშნების გამოყენება საუბრის დროს.
- ტაქტი საუბრის პროცესში და არასასიამოვნო კითხვის პასუხების გაცემის ტექნიკა
- აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის ცალკეული შემთხვები, მათთან ქცევის წესები, ლიდერის პრეზენტაბელურობა, გარეგნული მახასიათებლები და პირადი თვისებების სწორად გამოყენება. დებატების კულტურა და მისი სახეები.
- ქცევის მართვა შესაბამის სიტუაციებში.
- საქმიანი ეტიკეტი