25 აპრილს არტოს ბაღში გაიმართა ნინო რეხვიაშვილის მორიგი წიგნის (პატარა ქართველობიდან, დიდ ქართველობამდე) წიგნის პრეზენტაცია!

25 აპრილს, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა ნინო რეხვიაშვილის არაჩვეულებრივი საბავშვო წიგნი:ს ,,პატარა ქართველობიდან, დიდ ქართველობამდე” – წარდგენა. TVM NEWS-ის მედია ჯგუფი სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო ღონისძიებას, რომელსაც მრავალი ქართველი ცნობადი საზოგადო მოღვაწე ესწრებოდა: მსახიობი ასმათ ტყაბლაძე, ანსამბლ გვირილას დამფუძნებელი ერნა წიფურია, ცნობილი ეზოთერიკი და სახალხო მკურნალი ცისნამი ქარაული და სხვ. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ანსამბლ ,,გვირილას” ახალმა თაობამ. წარდგენამ მშვენიერ ატმოსფეროში ჩაიარა და როგორც თავად ორგანიზატორმა და წიგნის ავტორმა ნინო რეხვიაშვილმა განაცხადა, ამ პანდემიის რთულ პერიოდში მაინც შეძლო და პატარებს აჩუქა ასეთი საინტერესო, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული, ილუსტრირებული წიგნი. პატარები პრინცის, პრინცესისა და პროექტის ჭკვიანის ნომინაციებით და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. გთავაზობთ ვიდეო ინტერვიუებს.

კომენტარები ფეისბუქიდან