ეს ბარბაროსები ცოცხლებს დააჯარიმებენ თუ თავიანთ გარდაცვლილებს მისავალ საჭმელს მიუტანენ საფლავზე.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ექსპერტების ნაწილის აზრით, ამ შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს, რადგანაც, მოსახლეობა საფლავებზე ტრადიციული აღდგომის შემდგომი ორშაბათის ნაცვლად, ოთხშაბათს, 5 მაისს დაიწყებს გასვლას. მათივე შეფასებით, ამ და სხვა შეზღუდვებთან ერთად ერთქვირიანი უქმეების გამოცხადება პრაქტიკულად მცირე ლოქდაუნს ნიშნავს.
სასაფლაოების სამი დღით ჩაკეტვის გარდა, 2-4 მაისს სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვის დამრღვევი პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.