ისეთ ცოდვას დაუტოვებთ თქვენ ოჯახებსა და შთამომავლობას, ვერასდროს ვერაფერი რომ ვერ ჩამორეცხავს.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და წერს:
,,..უბრალოდ მინდა, გკითხო: არ გეშინია?! არ გეშინია, რომ შეიძლება შენმა გადაწყვეტილებებმა უდიდესი დარტმა მიაყენოს საქართველოს, მის მომავალს, დროს ააცდინოს და უსაშველოდ ჩამოარჩინოს ბუნებრივად ნიჭიერი, მაგრამ პოლიტიკური ელიტების სისუსტის გამო, განწირულ მდგომარეობაში მყოფი ქართველების დიდი ნაწილი?!
არ გეშინია, რომ ათასობით ჰექტარი გაყიდული ქართული მიწა უსასიზღრესი ფორმით პროპაგანდირებული, თითქოს რაიმე შეხება ჰქონდეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან ან განვითარებასთან, მოეკითხოს ყველას, ვისაც ამაში ხელი ურევია?!
თქვენ რატომ გაქვთ სურვილი იყოთ ამის მხარდამჭერი?!
მარადიული არაფერია! არც პრემიერ-მისიტრის თანამდებობა, არც დიდი ფული არც სრა-სასახლეები! იქით ვერაფერს წაიღებ, ოდესღაც, როცა ყველა გავუყვებით იმ გზას, – ვერაფერს!
ვერავინ! არ გაგატანენ, რადგან არ მოსულა ეს!არც ერთს არა გაქვთ შანსი, რაიმე წაიღოთ.
მაგრამ თუ უბედურება მოხდა, დაწყევლილი თაობების სახელით წახვალთ და ისეთ ცოდვას დაუტოვებთ თქვენ ოჯახებსა და შთამომავლობას, ვერასდროს ვერაფერი რომ ვერ ჩამორეცხავს.
კაცისთვის არაფერია იმაზე დიდი, საკუთარი შვილების მომავალს ემსახუროს, ხელი შეუწყოს წარმატების მიღწევას. იზოლირებულად ვერც ერთი ოჯახი იქნება ბედნიერი, როგორი დიდი მატერიალური შესაძლებლობებიც უნდა ჰქონდეს მას,  თუ საკუთარი შვილების მომავალს ემსახურება, იგი საჯარო სფეროში შემოსვლისას მიდის იმ აზრამდე, რომ შენი შვილები რომ  ბედნიერად იყვნენ, სხვისი შვილებიც ბედნიერად უნდა იყვნენ… თუ გარემო დამპალია, შენი და სხვისი ,,’დიდი კაცის” შვილები ვერ იქნებიან წარმატებულები…  ჭაობი სპობს ყველას და ყველაფერს.