ნანა ჯავახიშვილის ხელნაკეთი, ექსკლუზიური სამკაულების შეძენა უკვე ონლაინითაც შესაძლებელია!

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი წარმოგიდგენთ, რუბრიკა: „წარმატების ფაქტორის“ სტუმარს, უნიჭიერეს დიზაინერ: ნანა ჯავახიშვილს. რომელმაც ხელნაკეთი სამკაულების საკუთარი, ორიგინალური ბრენდი შექმნა. გთავაზობთ „ნანთე“-ს დამფუძნებლის ინტერვიუს მცირე ჩანაწერს, თუ როდის და რატომ გადაწყვიტა გამხდარიყო სამკაულის დიზაინერი და ასევე შეექმნა განსხვავებული სტილის, ხელნაკეთი სამკაულის ხაზი ყველა სეგმენტის გემოვნებიანი მომხმარებლისთვის (ქალი, თინეიჯერი, ბავშვი, მოზარდი და რაც ყველაზე მთავარია მამაკაცის ორიგინალური დიზაინის სამაჯურები.) მაშ ასე, აი რა განგვიცხადა ქალბატონმა ნანამ: „ყოველთვის მაინტერესებდა მსგავსი საქმიანობა და სამი წლის წინ გადავწყვიტე ბედი მეცადა და გავმხდარიყავი ხელნაკეთი სამკაულის დიზაინერი, შემექმნა საკუთარი ბრენდი და თამამად გავსულიყავი საქართველოს ბაზარზე. არ დაგიმალავთ, რომ თავიდან სამკაულზე კვანძის გაკეთებაც მიჭირდა და ჩემი შვილის დახმარებით ბოლოს შევძელი, შემდეგ კი ინტერესი უფრო გამიღვივდა, ავაწყე სამაჯურები და გავყიდე კიდეც. აი შრომისმოყვარეობით, უსაზღვრო ინტერესითა და შემოქმედებითი ნიჭის წყალობით მოვედი აქამდე“. რათქმაუნდა გაჩერებას არც ვაპირებ და ყოველ სეზონზე, ჩემ ერთგულ მომხმარებელს უფრო მეტ სიახლეებს შევთავაზებ, ამჯერად სიახლე ის გვაქვს, რომ მსურველებს ონლაინ შეკვეთას ვთავაზობთ. დაგვიკავშირდით: მობ: 558-776-374.

ნანა ჯავახიშვილი წარდგენილია, საქმიანი და წარმატებული ადამიანების დაჯილდოვების ფინალზე და სექტემბერში მიიღებს ბიზნეს პერსონა 2021-ის პრესტიჟულ და დამსახურებულ ტიტულს, როგორც ნიჭიერი და მიზანდასახული, წარმატებული ქალბატონი.

კომენტარები ფეისბუქიდან