რიონის ხეობის მცველები” გუმათიდან ნამოხვანის შემოვლით გზაზე აპირებენ გადასვლას.

რიონის ხეობაში პროტესტის 216 დღეა – რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეები სოფელი გუმათიდან ნამოხვანის შემოვლით გზაზე გადაინაცვლებენ, იქ, სადაც გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი.

სოფლის მიმართულებით გადაადგილება ისევ შეზღუდულია. უცვლელი რჩება აქციის მონაწილეების მოთხოვნები.

როგორც აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ისინი კომპანია “ენკას” არ მისცემენ უფლებას სამუშაოები აწარმოოს.

“ჩვენი მიზანია, კომპანიამ ვერ შეძლოს სამუშაოების გაგრძელება. ამ მოცემულ მომენტში მუშები ხეობიდან გაყვანილი არიან, ამიტომ უნდა დავიცვათ ხეობა, რომ უკან არ შემობრუდნენ.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ვერ შევდივართ. ვცდილობთ, რომ იმ ადგილს მივუახლოვდეთ და ვეცდებით ახლოს მივიდეთ,” – განაცხადა გოლეთიანმა.

კომენტარები ფეისბუქიდან