რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში, პასუხი უნდა აგონ გამყრელიძემ და მისმა მოადგილე იმნაძემ და არა ტიკარაძემ, რომელიც თანდათანობით “თამაშიდან გაჰყავთ”.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შესახებ ინტერნეტში განთავსებული 50 ფოტოდან ერთი გაქრა – საქართველოს მთავრობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე მეორე დღეს წაშალეს ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის ფოტო, რომელიც საგანგებოდ გადაიღო სამთავრობო ფოტოგრაფმა ახლო ხედით როგორც მადლიერების გამოხატულება მინისტრის მიერ გაწეული დახმარებისთვის, რათა ესიამოვნებინა მინისტრისა და მისი მფარველისთვის… თუმცა ამჯერად მორიგე ლაქიობამ რატომაღაც უკუშედეგი გამოიღო და ფოტოგრაფის უშუალო ხელმძღვანელობამ უკვალოდ გააქრო მისი „შედევრი ”, დატოვა რა სამინისტროების, დეპარტამენტებისა და მედიის განკარგულებაში 49 ფოტო (50 ნაცვლად).

ნეტავ რით დაიმსახურა ამ ახალგაზრდა ქალბატონმა ამგვარი მოპყრობა? საქმე აქ ჩაფლავებულ იმუნიზაციასა და ვაქცინისთვის გამოყოფილ გაუჩინარებულ მილიონებში როდია, რის გამოც წავიდა გახარია და თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა როგორც პრემიერმა. ვითარება გაცილებით სერიოზულია: გასულ კვირას ОДКБ –ს წევრი ქვეყნების – რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება აშშ–ის მიერ შექმნილ ბიოლოგიურ კვლევით ცენტრებში, მათ შორის თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრში, ნებაყოფლობითი შეფასებითი სტუმრობის წინააღმდეგ. და მოითხოვეს მათი გადამოწმება ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შემუშავების, წარმოებისა და დაგროვების აკრძალვისა და მათი განადგურების შესახებ კონვენციის შესაბამისად. ანუ, შეეწინააღმდეგნენ ჟურნალისტებისა და სხვა დილეტანტთა მიწვევის შოუს, რომელსაც აწყობდა ლუგარის ლაბორატორიის შეფი გამყრელიძე. გასული წელიწად–ნახევრის განმავლობაში გამყრელიძემ იმდენი იცრუა, რომ საქართველოში მისი არავინ სჯერა!

   სავარაუდოდ, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ პროვოკატორი გამყრელიძე უკვე მერამდენე წელია რატომღაც არ უშვებს იქ სპეციალისტებს, რათა ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დახუროს! ნუთუ გამყრელიძეს ხელს აძლევს, რუსეთი და ზემოჩამოთვლილი ქვეყნები ეჭვობდნენ, რომ საქართველოში ამერიკულ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღი იქმნება, ან “შემთხვევით გაჟონავს”, საიდანაც წარმოიქმნება ეპიდემიები, მათ შორის, კორონავირუსი?! ОДКБ –ს ზემოხსენებულ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე, რფ–ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე იური ავერიანოვმა განაცხადა, რომ ”ამ ლაბორატორიებში შექმნილი სასიკვდილოდ საშიში მიკროორგანიზმები შეიძლება შეცდომით მოხვდნენ გარემოში”. მაშ, გამყრელიძე, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროიდან მოსკოვში ფართო კავშირები აქვს, ვის ინტერესებში განზრახ ძაბავს სიტუაციას?

და აი ახლა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინგმა კომენტარი გააკეთა რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებაზე, რომ პეკინმა არაერთხელ სთხოვა აშშ–ს, მიეწოდებინა ქვეყნის შიგნითა და მის გარეთ აშშ–ის ბიოლოგიური საქმიანობის დეტალური განმარტება. ”კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკულ მხარეს დეტალური განმარტებებისა და კონკრეტული ზომების მიღებისკენ, მათი ბიოლაბორატორიებისა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის ლეგიტიმურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა მან, – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა შეისწავლოს კორონავირუსის გაჟონვის ვერსიები აშშ–ს სამხედრო ლაბორატორიიდან ფორტ–დეტრიკში და სხვა ქვეყნების მსგავს დაწესებულებებში. ”

ბუნებრივია, იმაზე, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში, პასუხი უნდა აგონ გამყრელიძემ და მისმა მოადგილე იმნაძემ და არა ტიკარაძემ, რომელიც თანდათანობით “თამაშიდან გაჰყავთ”. ამიტომ ის იშვიათად ჩნდება ტელევიზიასა და მედიაში, ამიტომაც წაიშალა ტიკარაძის ფოტო, ის ხომ სიტყვით საერთოდაც არ გამოსულა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ზეიმზე!

საქინფორმი

კომენტარები ფეისბუქიდან