epa08966908 A scientist works in a laboratory in San Jose, Costa Rica, 25 January 2021 (issued 26 January 2021). Costa Rican scientists develop a saliva test to quickly detect COVID-19 disease, which would allow the country to have a certain degree of autonomy by having its own molecular tests and doing a massive epidemiological tracking of the virus. A score of experts from the state-run University of Costa Rica (UCR), the Technological Institute of Costa Rica and the National University concluded the first prototype of saliva tests for the rapid diagnosis of the SARS-CoV-2 virus in symptomatic and asymptomatic patients. EPA-EFE/Jeffrey Arguedas

კოვიდ-19”, სავსებით შესაძლებელია, ხელოვნური ხასიათისა იყოს, “ფეისბუკი” ასეთ სტატიებს ბრძოლას უცხადებდა და მკითხველებისთვის ბლოკავდა.

პოლიტიკა,  საერთაშორისო პოლიტიკა და, განსაკუთრებით, ამერიკული პოლიტიკა რომ მორალისგან დაცლილია, საყოველთაოდ არის ცნობილი. ამასთან, ამერიკა უკვე ვეღარ ახერხებს, თავისი ამორალური ქმედებები და განცხადებები ლამაზად შეფუთოს.

მანამ, სანამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი იჯდა, ლიბერალური ისტებლიშმენტის მიერ კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობაზე ლაპარაკი და ვარაუდის გამოთქმაც-კი მკრეხელობად მიიჩნეოდა. ეს იმიტომ, რომ ამ ვერსიას ტრამპი ემხრობოდა და ყველაფერს ჩინეთს აბრალებდა. ტრამპის პირდაპირი, უხეში განცხადებების მიხედვით, ჩინელებმა შექმნეს და გაავრცელეს ახალი ტიპის კორონავირუსი, აშშ პრეზიდენტმა ამ ვირუსს “ჩინური ვირუსი” დაარქვა და ამასვე მოითხოვდა ჯანმოსაგან.

მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ლიბერალური ამერიკული ისტებლიშმენტი, ტრამპის საპირისპიროდ, გამორიცხავდა ასეთ შესაძლებლობას. ტრამპი ამ წრეებისთვის უფრო დიდი მტერი იყო, ვიდრე ჩინეთის ხელისუფლება, ამიტომ საკუთარ პრეზიდენტს ზურგს არც ჩინეთთან დავაში უმაგრებდნენ. სამაგიეროდ, ახლა, როცა ტრამპი აღარ არის პრეზიდენტი და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც იმავე ტრამპის კონფრონტაციულ კურსზე გადადის ამერიკული გავლენიდან საბოლოოდ გასულ გარესამყაროსთან, მათ შორის,  ჩინეთთან, ახალი ადმინისტრაცია ქმნის ახალ “ჭეშმარიტებას”, რომ “კოვიდ-19” ჩინურ ლაბორატორიებშია შექმნილი და იგი სწორედ იქიდან გავრცელდა მსოფლიოში.

როდესაც ჩვენ (და არა მარტო ჩვენ) ვვარაუდობდით და ეს ვარაუდი არაერთ სტატიაში ავსახეთ (ავტორიტეტულ წყაროებზე დაყრდნობით), რომ “კოვიდ-19”, სავსებით შესაძლებელია, ხელოვნური ხასიათისა იყოს, “ფეისბუკი” ასეთ სტატიებს ბრძოლას უცხადებდა და მკითხველებისთვის ბლოკავდა. აწკავწკავდნენ გრანტიჭამია პარაზიტები, რომლებიც აშშ სპეცსამსახურებმა “ფეისბუკს” მიამაგრეს საქართველოში ცენზურის განსახორციელებლად. სხვადასხვა “დეტექტორები” ჩვენ “გვამხელდნენ”, რომ ჩვენი ინფორმაციები “მცდარია”, “კრემლისტურია” და ასე შემდეგ.

თუმცა ჩვენ არ უარვყოფთ, რომ “კოვიდ-19”-ის შექმნას ჩინეთს არ ვაბრალებდით და ეჭვი უფრო აშშ-ზე გვქონდა. ეს არა იმიტომ, რომ კრემლმა დაგვავალა ასე, არამედ იმ მიზეზით, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყება პენტაგონი გახლავთ ავტორი და დამკვეთი გოლიათური მასშტაბის ბიოლოგიური კვლევებისა, რომელთაც სამხედრო ხასიათი აქვთ (იხ. თუნდაც გულბაათ რცხილაძის, პირველწყაროებზე დაფუძნებული, ეს სტატია). ჩინეთის მხრივ ანალოგიური მასშტაბის სამხედრო კვლევების წარმოება ჩვენთვის, უბრალოდ, უცნობია, თორემ ასეთ მასალებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებდით.

ახლა არც იმ არგუმენტაციას დავმალავთ, რაც ამერიკელმა მეცნიერებმა წამოაყენეს და ორშაბათს გამოქვეყნდა “უოლ სტრიტ ჯორნელში”. მედიცინის დოქტორი სტივენ კუეი და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ მიულერი წერენ, რომ “კოვიდის” გამომწვევ SARS-CoV-2-ს დიდი ალბათობით ხელოვნური წარმოშობა აქვს, ვინაიდან მისი გენომების თანმიმდევრობა განსხვავდება ბუნებრივი წარმოშობის კორონავირუსების გენომების თანმიმდევრობისაგან. კერძოდ, აღნიშნული მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახალ კორონავირუსს გენომების თანმიმდევრობა  CGG-CGG პრინციპით აქვს, რაც ტიპიურია ლაბორატორიაში გამოყვანილ-გამოყენებული ვირუსებისთვის, როდესაც მათზე მეცნიერები მუშაობენ და ცდებს ატარებენ. ასეთი თანმიმდევრობა ბუნებრივი ვირუსების გენებში პრაქტიკულად არ არსებობს.

თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, საეჭვოა, რომ აქამდე ეს არ იყო ცნობილი იმავე ამერიკელი მეცნიერებისთვის და, შესაბამისად, ამერიკული ხელისუფლებისთვის. მაგრამ ამ ინფორმაციის გაჟღერება, როგორც ჩანს, ახლა, ამ მომენტში “გახდა საჭირო”.

ასეა თუ ისე, ამ ინფორმაციის გავრცელების გამო აწი “ფეისბუკი” და “იუტუბი” აღარ დაგბლოკავთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად ჩინეთი გამოაცხადოთ დამნაშავედ, მხოლოდ ჩინურ ლაბორატორიებში შეიძლებოდა ასეთი ვირუსის შექმნა, მაგრამ არასგზით – ამერიკულში, ამერიკა ხომ სიკეთის და ჰუმანურობის განსახიერებაა. ჩინეთის დადანაშაულებით, თქვენ დაეხმარებით ამერიკის ხელისუფლებას, ვირუსით დაზარალებულ თავის მოქალაქეებს საშუალება მისცეს, სასამართლოს ძალით გაილაშქრონ ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით (ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ურცხვ ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი). ეს გეგმები უკვე გაჟღერდა, ამერიკა ტრადიციას არ ღალატობს – ყველაფერს ფულით ანგარიშობს.
Geo info from the.

კომენტარები ფეისბუქიდან