თავი არა აქვს სახელმწიფოს – დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი და გვაქვს ეს მდგომარეობა!

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ერთი რამ, ძალიან საყურადღებო!
თუ ჩემ გამოცდილებასა და პოლიტიკური კულუარების,
მისი ყველაზე ბნელი კუნჭულების ცოდნას ენდობით
(არანაირად ხართ ვალდებული ენდოთ!),
ამ 30 წლის განმავლობაში,
არაერთი პოლიტიკური ლიდერი თუ
მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირი
გაქრა საჯარო სივრციდან და საერთოდ პოლიტიკიდან!
თითოეული მათგანის წასვლის პროცესს სხვადასხვა თავშესაქცევი ამბები უძღოდა წინ – დიახ!
სინამდვილე – მიზეზი მათი გაქრობისა, ყოველთვის უფრო ღრმა იყო და დამალული! როგორც წესი, დაკავშირებული არცთუ მთლად კაი საქმიანობასთან!
ახლაც ასეა!
პრემიერ-მინისტრი გადადგა?!
საქართველოს კონსტიტუციით ქვეყნის უმაღლესი პირი?!
გადადგა და პარტია შექმნა, რომ ისევ პოლიტიკაში დაბრუნდეს?!
და, რას უნდა მიაღწიოს?!
რა თანამდებობაზეც იყო, იმას გადაახტება?!
(წესიერ ქვეყნებში უმაღლესი თანამდებობის პირები საზოგადოებაში საპატივცემულო ადამიანები ხდებიან თანამდებობის დატოვების შემდეგ, და არ აკეთებენ იმას, რასაც საქართველოში აკეთებენ!)
აქედან ჩემი მოკრძალებული მინიშნება:
ძალიან ნუ დაიბრიყვებთ თავს,
ძალიან ნუ ეცდებით იყოთ მიამიტი პოლიტიკაში!
მიზეზი ყოველთვის იყო გაცილებით ღრმა და ახლაც იგივეა!
პრემიერის გადადგომას უღრმესი მიზეზი აქვს!
უბრალოდ, არშემდგარ ქვეყანაში,
არასწორი მოტივების გამო,
რეალობა ყოველთვის ინიღბება და მიზეზები ეხვევა ზღაპრებსა და თავშესაქცევ ამბებში!
თავი არა აქვს სახელმწიფოს – დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი და გვაქვს ეს მდგომარეობა!
რაც გვაქვს, გვექნება, – თუ რაღაც ძალიან მცირე ნაწილი არ მოინდომებს უკეთესობისკენ შეცვლას!
Geo info from.

კომენტარები ფეისბუქიდან