ივლისიდან სრულად აცრილები შეღავათებით ისარგებლებენ და ვინც არ აიცრება შეზღუდავენ. ეს ხომ ძალადობაა…

დღეს გამართულ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოზე ორჯერადად აცრილებისთვის შეღავათების დაწესებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრეს.

თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ორჯერადად აცრილები ანუ „მწვანე პასპორტის“ მქონე პირები გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებებით ისარგებლებენ, მათ შორის არის “კომენდანტის საათის” შემსუბუქება, თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირებიდან მოხსნა და კერძო სექტორში გარკვეული ფასდაკლებები.

თავის მხრივ, ამირან გამყრელიძემაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ორჯერადად აცრილები ამ შეღავათებით სარგებლობას, დაახლოებით, ივლისიდან შეძლებენ.

„დღეს ვიმსჯელეთ წამახალისებელ ღონისძიებებზე. ქვეყანაში ორჯერად აცრილი 70 000 პირია. ვიმსჯელეთ, რომ მათ არ უწევდეთ სავალდებულო ტესტირება, ასევე “კომენდანტის საათის” შემსუბუქებაზე თუ იქნება საუბარი, პირველ რიგში, ეს შემსუბუქება ორჯერადად აცრილებს შეეხება.

ბიზნესთან იქნება შეხვედრები და შესაძლოა, ეს იყოს საჯარო-კერძო თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ასევე პრემიერმა დიდ სამედიცინო ქსელებს მისცა დავალება, რომ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ. ეს ყველაფერი ივლისის პირველ 10 დღეში მზად უნდა იყოს“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები ფეისბუქიდან