მოვუწოდებ “ქართული ოცნების” ლიდერებს, გააუქმონ დაანონსებული ე.წ პრაიდი…

საზოგადოებრივი მოძრაობა „​ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ 5 ივლისს “თბილისი პრაიდს” პრაიდის ჩატარების უფლება არ მისცეს.

“მოვიწოდებ სახელმწიფოს, არ მისცეს საშუალება რადიკალურ ჯგუფებს, რათა მოახდინონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია. ამგვარი ტიპის მიუღებელი ანონსები… ვნახეთ ჯოჯოხეთური კლიპი, რომელიც გადაიღეს ე.წ. პრაიდის რეკლამისთვის, მკვეთრად ეწწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ნორმებს. არ გაგიკვირდეთ, ჩემი ღრმა რწმენით, ეს საფრთხე უქმნის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პესპექტივას, იმიტომ რომ საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში, ჩვენ არაერთი წელია გვაქვს სრულიიად მკაფიო მესიჯები ჩვენი მოძმე ოსებისა და აფხაზებისაგან, რომ თუ საქართველო მიდის მაგ გზით, ანტიტრადიციული, სრულიად მიუღებელი მიმართულებით, ჩვენ თქვენთან საერთო საერთოდ აღარაფერი გავქვს. მოვუწოდებ “ქართული ოცნების ლიდერებს, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის მორალისა და ტრადიციების გვერდზე და გააუქმონ დაანონსებული ე.წ პრაიდი…

ფართო სახალხო პროტესტი, რომელიც ამის ჩატარებას საქართველოში არასოდეს დაუშვებს, ჩვენ უბრალოდ განზე გავდგებით ამ პროტესტს შევუერთდებით და აგერ ნახეთ, რა პასუხს გაგცემთ ხალხი”,-თქვა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ: “თბილისი პრაიდის” გამართვა 5 ივლისს არის დაანონსებული.
ipress.ge.