ფეისქბუ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ნატოს 2021 წლის სამიტის გახსნის ცერემონიის ვიდეო გამოაქვეყნა.

ფეისქბუ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ნატოს 2021 წლის სამიტის გახსნის ცერემონიის ვიდეო გამოაქვეყნა. პოსტის ატორი ვიდეოს თანმხლებ კომენტარში სვამს კითხვას –  “ვინმეს სჯერა კიდევ, რომ ეს კლოუნები არიან ქვეყნის ლიდერები?” პოსტს შემდეგი ჰეშთეგები ერთვის: #ხელოვნური ინტელექტი, #ლუციფერი და #მხეცისსისტემა. ფეისბუქ მომხმარებელი ერთ-ერთი კომენტარში განმარტავს, თუ რატომ განათავსა ეს ვიდეო. განმარტების თანახმად, ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ხელოვნური ინტელექტისგან (AI) დავალებას, მათ შორის ყველა ბავშვის გენეტიკური ნანოტექნოლოგიით აცრის, ხოლო ეკრანზე 2030-ის გამოსახვა, პოსტის ავტორის მტკიცებით, მინიშნებაა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და დიდ გადატვირთვაზე, რომელიც რეალურად კაცობრიობის მოსპობას და შემცირებას ისახავს მიზნად.