ზეთი სწრაფად იაფდება, მაგრამ საქართველოში შემოდგომამდე ვითარება არ შეცვლება.

გლობალურ ბაზრებზე ზეთის გაიაფება დაიწყო, თუმცა საქართველოში ტენდენცია თითქმის უცვლელია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ზეთის ფასი არ იკლებს, თუ არ ჩავთვლით ბაზარზე დრო და დრო მიმდინარე აქციებს, რომლის ფარგლებში ზეთის ღირებულება რამდენიმედღიან მონაკვეთში მცირდება და ისევ საწყის ფასს უბრუნდება. რაც შეეხება ახალ ტენდენციას, მეწარმეების ინფორმაციით, მისაღები ფასის გამო ზეთი მომხმარებელმა სხვადასხვა დასახელების ცხიმით, ძირითადად, სპრედითა და მარგარინით ჩაანაცვლა.

კომენტარები ფეისბუქიდან