ვინ უფინანსებს გიორგი მასხულიას ევროპის ვრცელ ტურს და რატომ იქნება მისი სამშობლოში დაბრუნება მორიგი სკანდალი?..

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი დაინტერესდა გიორგი მასხულიას ყბადაღებული ევრო – ვოიაჟით, რადგან არავისთვის საიდუმლო არაა, რომ იქ, სადაც გიორგია, არასდროს წყდება მითქმა-მოთქმები, ჭორები და ინტრიგები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საზოგადოებას მივაწოდოთ პირველივე წყაროდან რეალური ინფორმაცია, თუ სად იმყოფება, სად და რომელი ფინანსური სახსრებით გადაადგილდება და საერთოდ რა გეგმები აქვს მას ახლო მომავალში. ასევე გიორგიმ ჩვენ ჟურნალისტს ინტერვიუში გაუმხილა, რომ მისი სამშობლოში დაბრუნება, სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება და ამჯერადაც სკანდალის გარეშე არ ჩაივლის. გიორგის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ საქართველოს შოუ-ბიზნესში საკმაო ცვლილებები იქნება. აი მისი ინტერვიუ დუბაიდან:

გიორგი მასხულია: (მრავალი პრესტიჟული კონკურსის ავტორი, დიზაინერი)

„დუბაი, პოლონეთი, ბერლინი – ეს ის ქვეყნებია, სადაც ვმოგზაურობ ამ ეტაპზე და ასევე 10 აგვისტოს 25 წლის იუბილეს ბაქოში მიხდიან ჩემი ბაქოელი კოლეგები, ბაქოდან გადავინაცვლებ ანტალიაში, სადაც დაიგეგმება გრანდიოზული კონცერტი ქართველი მომღერლების ჩაყვანით, გიორგი წერეთელი, აჩი ფურცელაძე, თაკო აბაშიძე და სხვ. ანტალიდან უკვე გადავინაცვლებ პრაღაში ჩემს მეგობართან ერთად, სადაც სასიამოვნო შემოდგომის პერიოდს გავატარებ.

ბერლინში საქმიანი ვიზიტით ვიყავი და აუცილებლდ ჩემს ყველა დაგეგმილ მიზანს განვახორციელებ, მოგეხსენებათ, რომ მე საერთაშორისო კონკურსი მაქვს „გოლდენ ბრენდი“, რომლის საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით დაფუძნებას ვაპირებ, ვნახოთ დრო ყველაფერს გვიჩვენებს.

მოგეხსენებათ, რომ ჩემს ირგვლივ მუდამ ყვითელი პრესის ინტერესი ტრიალებს, ზოგადად ამ ბოლო პერიოდში არც თუ ისე ვინებივრებ თავს ქართულ ტელე შოუებში სტუმრობით და მაინც, როგორც იტყვიან ხოლმე სულ მათი ყურადღების ეპიცენტრში ვარ და ამასთანავე ჭორების მსხვერპლიც ხშირად ვარ, ალბათ საიტერესო ვარ მათთვის, ახლაც რამდენიმე ჭორი მომიგონეს, თითქოს ვწერ მე ასეთ სისულელეებს <სოფლელებო აი მე ვერთობი აქ და აქ ეს არის სიცრუე, მეც სოფლიდან ვარ და მეამაყება სოფელი ყველაზე დიდი რამ არის ჩემთვის, ვიღაცეებს, ვისაც საკუთარი წარსული არ ახსოვთ, ეს ეგრეხებათ, ვგულისხმობ იმათ, ვისაც ნამდვილად სოფლის კომპლექსი დღემდე შერჩენილი აქვთ.> მეუბნებიან ხოლმე ჩემი ახლო ადამიანები, რომ ძალიან დიდი ნერვების პატრონი ვარ, რადგან ამდენ კრიტიკას და ჭორს ვუძლებ. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის უმნიშვნელოა და უსაზღროდ უკიდეგანოდ მეგოიმება ის ადამიანები, ვინც ამ მასხარების, უაზრო და მოგზავნილი ჯოგის კომენტარებს ჰყვება. მიმაჩნია, რომ თუ გაქვს ოდნავ მაინც პრეტენზია იყო წარმატებული, მაშინ უნდა გაუძლო ამ უსაფუძვლო კრიტიკის ქარცეცხლს.

ყველას აინტერესებს, თუ ვინ მიფინანსებს ამ დონისა და მასშტაბების ევრო ტურნეს, კარგით თქვენ გეტყვით, რომ მყავს ადამიანი ერთგული ადამიანი, რომელიც აფინანსებს ყველაფერს, რაც მე მჭირდება და მე დიდად არც მაინტერესებს რა და რამდენი ჯდება. მე ქვეყანას ვასახელებ და იმ ქვეყნის ბილეთი მომდის მეილზე, მადლობა მას ამისთვის, დრო მოვა და საჯაროდ დავასახელებ მის სახელს.

როგორც გავიგე საერთაშორისო მასშტაბის რამდენიმე სერიოზულ ლიცენზიაზე გაქვთ მოლაპარაკებები, მაინტერესებს ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ მალე თქვენს გარეშე ულიცენზიო კონკურსები აღარ ჩატარდება?.. და არაპროფესიონალები, გამოცდილების არ მქონე ორგანიზატორები უმუშევრად და5რჩებიან?..

ახლა, რაც შეეხება იმ სკანდალს, რაც ჩემს სამშობლოში დაბრუნებას აუცილებლად მოჰყვება. დიახ მარიამ მართალი ინფორმაცია გქონიათ და უფრო მეტიც, ერთ-ერთი საბჭოს წევრი თქვენც იქნებით, იმიტომ, რომ თქვენზეც, ისევე როგორც ჩემზე არის უსაფუძვლო ჭორები და მითქმა-მოთქმა, ტრიალებს ბოროტი ენები ისეთი არაკომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებიც საერთოდ არ უნდა ატარებდნენ საქართველოში პროექტებს, კონკურსებს და დიდი მასშტაბის ღონისძიებებს. ყველას გვახსოვს, რომ 2010 წლიდან, სწორედ თქვენ იყავით ამ მეგა პროექტების ორგანიზატორი და აჯილდოვებდით საქმიან და წარმატებულ ადამიანებს. ამიტომ ჩვენი ღირსეული ბორდის გადაწყვეტილებით, თქვენც იქნებით ამ საბჭოს ერთ-ერთი მაშველი რგოლი. იმ ადამიანების ჯგუფი, ვინც დაიძინებს, გაიღვიძებს და მოუდებათ ღონისძიების გამართვა, მათ ეს შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ. ვფიქრობ, რომ აუცილებლად შევქმნით რამდენიმე კომპეტენტური წევრისგან დაკომპლექტებულ საბჭოს, სადაც ლიცენზის და იმ პროტოკოლის გარეშე საღამოებს ვერ გამართავენ. ეს ახლო მომავალში აუცილებლად მოხდება. მე თუ ვიხდი ძალიან მაღალი დონის ლოკაციაში თანხას, რომ მაგარი კონკურსები გამოვიდეს და საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო ვარ და მეტი მინდა, ვიღაცამ რატომ უნდა ჩაატაროს ბაღში ან ხინკლის „ზაბეგალოვკაში“ საღამოები.  აფუჭებენ ყველაფერს ამით, ამიტომ დავაარსებთ საბჭოს, სადაც იქნება მოთხოვნები სტანდარტის შესაბამისად, გადაიხდიან ლიცენზიაში თანხას, ასევე პროტოკოლის წესები სად, როგორ,  რა ფორმატით უნდა ჩატარდეს საღამოები და ამას თუ დააკმაყოფილებენ, მაგ შენთხვევაში შეძლებენ მაღალი დონის საღამოების ჩატარებას. სამწუხაროდ არიან ვაი ორგანიზატორებიც, ყაყაჩოები, გვაზდიკები, გვირილები, სხვადასხვა პერსონები, რომლებიც რაღაც არაამქვეყნიურ ღონისძიებებს ატარებენ: მის ზამთარიო, მის დიდი ბებიაო, მის გათხოვილი და გასათხოვარი, ნუ მოკლედ დამღლელი და მომაბეზრებელი კონკურსები. ჩემი რჩევაა, ჯერ ისწავლონ ნორმალურად ჩაცმა-დახურვა, დაბანა და დავარცხნა, სცენაზე მოქცევის კულტურა, წამყვანობა, თუმცა პროექტის ორგანიზატორი სულაც არაა ვალდებული წაიყვანოს თავისი საღამო, მან იდეა პროექტად აქცია და საორგანიზაციო ჯგუფის მოვალეობაა უკვე დანარჩენი. ნუ გვეჯიბრებიან იმ ორგანიზატორებს და იდეის ავტორებს, რომლებსაც დიდი შრომა და დიდი ძალისხმევა გვაქვს გაწეული ჩვენ პროექტებში. მე სექტემბრის ბოლოს ვაპირებ დაბრუნებას საქართველოში და აუცილებლად მივაღწევ თქვენთან ერთად ამ მიზანს. დიდ მადლობას გიხდით ასეთი გულწრფელი ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებთ, შეხვედრამდე სამშობლოში!“