რუსთაველი ახალგაზრდა ქალბატონი, პროექტ ნიჭიერის ფინალისტი-თეო გურჩიანი, ჩვენი მედია სააგენტოს ობიექტივს ყოველთვის იპყრობდა თავისი სითამამით და ექსტრავაგანტული ჩაცმულობით, ასევე დასასრული არ ჰქონდა საზოგადოებაში მასზე თქმულ ჭორებს. ხან ვისზე ათხოვებდნენ და ხანაც უცხოური ცნობილი ბრენდების სახედ მოიხსენიებდნენ, მართალია ამ ბოლო დროს ცოტათი შეწყდა თეონას შესახებ მოარული ხმების რაოდენობა, თუმცა მას თავისი რეიტინგი მაინც არ დაუკარგავს, ახლაც 28 სექტემბრის დაჯილდოვების ცერემონიალზე არავინ ვიცით როგორი გამოწყობილი და ვისი თანხლებით, ასევე რა ამპლუაში ვიხილავთ თეონა გურჩიანს, საზოგადოებისთვის ალბათ ისიც საინტერესო იქნება, თუ ჩვენი ინტერნაციონალური ჟიური რა ნომინაციას მიაკუთვნებს ექსტრავაგანტულ ბიზნეს ლედის.