ჩოხატაურელი, ნიჭიერი ქალბატონი: ვარდო სიხარულიძე ჯილდოვდება Business Persona 2021-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად გურიაში, პროექტის მხარდამჭერია ოზურგეთის მერია, ხოლო მასპინძელი რესტორანია: სასტუმრო-რესტორანი ”თამარიონი”, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „გლამურული ბიზნეს ლედი 2021“ ჯილდოვდება: ჩოხატაურელ მეწარმე, ბიზნეს ლედის, რომელიც ამართლებს საკუთარ გვარს და ირგვლივთმყოფთ უხვად ჩუქნის სიხარულს და ბედნიერებას, საუბარია ვარდო სიხარულიძეზე (რომელიც გახლავთ პროექტ: აწარმოე საქართველოში გამარჯვებული), ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ქალბატონ ვარდოს ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი მზრუნველობით, სამართლიანობით, სათნოებით, დადებითი აურით და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ მორიგ ჯილდოს.

ვარდო სიხარულიძე, დაოჯახებული, ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, ორი შვილი და მეუღლე თეიმურაზ ჩხიკვიშვილი, რომელიც ყოველთვის მხარს ერთგულად უჭერს ქალბატონი ვარდოს ბიზნეს წამოწყებებს.

ვარდო სიხარულიძე პროფესიით არის იურისტი და ამჟამად მუშაობს ბაღების გაერთიანებაში. იგი ფლობს ჩოხატაურში კაფე-ბარ: ”ფინე”-ს, რომელიც გათვლილია 30 კაცზე და უგემრიელესი, რაც მთავარია ჯანსაღ პროდუქტებზე დამზადებული კერძებით უმასპინძლდება სტუმრებს.

 

ჩვენი ბიზნეს ლედის გემრიელობები, ეწვიეთ კაფე ფინეს ჩოხატაურში და აუცილებლად დააგემოვნეთ!

კომენტარები ფეისბუქიდან