ჩოხატაურელი, ნიჭიერი ქალბატონი: ნატალია აცანელიძე ჯილდოვდება Business Persona 2021-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად გურიაში, პროექტის მხარდამჭერია ოზურგეთის მერია, ხოლო მასპინძელი რესტორანია: სასტუმრო-რესტორანი ”თამარიონი”, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს შარმი 2021“ ჯილდოვდება: ჩოხატაურელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი, რომელიც ამავე დროს ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და თავისი რაინის მცხოვრებთათვის გაჭირვების ტალკვესია, საუბარია ”ნატოს აფთიაქის” მეპატრონეზე, ქალბატონ ნატალი აცანელიძეზე, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს მომხიბლავ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი მზრუნველობით, ქველმოქმედებით, სათნოებით, ჰუმანურობითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ მორიგ ჯილდოს.

ნატალია აცანელიძე, დაოჯახებულია, ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, თუმცა იგი მაინც ახერხებს თანაბრად გაანაწილოს ყურადღება და მზრუნველობა მათზე, ვისაც მისი თანადგომა ჭირდება.

ნატალია ფლობს ჩოხატაურში პატარა აფთიაქს, რომელიც ჩოხატაურის რაიონში ცნობილია, როგორც ”ნატოს აფთიაქი” და გულმოდგინედ ემსახურება ჩოხატაურელებს. ჩვენ ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ ამ სათნო და საოცრად მშვიდ დაგაწონასწორებულ ქალბატონთან, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და რთულ სიტუაციებშიც არ კარგავს თვითკონტროლს.