ჩოხატაურელი, ნიჭიერი ქალბატონი: მანანა ზაუტაშვილი ჯილდოვდება Business Persona 2021-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად გურიაში, პროექტის მხარდამჭერია ოზურგეთის მერია, ხოლო მასპინძელი რესტორანია: სასტუმრო-რესტორანი ”თამარიონი”, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ელეგანტი 2021“ ჯილდოვდება: ჩოხატაურელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი, ექიმი-სტომატოლოგი: მანანა ზაუტაშვილი, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ელეგანტურ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი მზრუნველობით, შრომისმოყვარეობით, სათნოებით, საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ მორიგ ჯილდოს.

მანანა ზაუტაშვილი, დაოჯახებულია, ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი: მეუღლე და სამი შვილი, თუმცა იგი მაინც ახერხებს იყოს ელეგანტური ბიზნეს ლედი და მზრუნველი მეოჯახე ქალბატონი..

მანჩო, როგორც მას სიყვარულით მიმართავენ ადგილობრივები, ფლობს ჩოხატაურში სტომატოლოგიურ კლინიკას სახელწოდებით: ”მეფა-დენტი”, რომელიც ჩოხატაურის რაიონში ცნობილია და ჰყავს ერთგული პაციენტების მთელი ჯარი. ამიტომ ქალბატონ მანანასთან სტომატოლოგიურ სერვისებზე ყოველთვის დიდი რიგია, თუმცა მზრუნველი ექიმი უყურადღებოდ არცერთ პაციენტს არ უშვებს და გულმოდგინედ ემსახურება თავის საყვარელ ჩოხატაურელებს. გთავაზობთ ელეგანტური ექიმ-სტომატოლოგის ინტერვიუს ვრცელ ჩანაწერს:

კომენტარები ფეისბუქიდან