ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები! რეგიონები მოვემზადოთ!” – 18 საათზე ქაშუეთთან აქცია დაანონსდა.

18:00 საათზე ქაშუეთის ეკლესიასთან! საზოგადოების გამაფრთხილებელი მოკრძალებული შეკრება!.. ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები!!! აიყვანეს ლევანი ჩაჩუა, ალტ-ინფოს ბიჭები!!! ფალავანდიშვილები!!! რეგიონები მოვემზადოთ, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი “ქართული” იდეა ავრცელებს.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველები დილიდან ჩხრეკას ატარებენ გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ოფისებში.

ჩხრეკა მიმდინარეობდა ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაში. ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძეც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ალტ-ინფო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი ორგანიზაციის კიდევ 4 წევრია გადაყვანილი განყოფილებაში.