გიორგი ფანჯავიძემ, რომელსაც მითითებული აქვს, რომ მოძრაობა “იბერიას” ხელმძღვანელია, ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვა გააზიარა, რომელშიც ვაქცინაციაზე საუბრობს. ფანჯავიძე აკრიტიკებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომლის გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან აუდიტორიებში მხოლოდ ვაქცინირებული სტუდენტები დაიშვებიან. ასევე საუბრობს საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე ჯანდაცვის მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ფანჯავიძის მტკიცებით ვაქცინები პანაცეა არაა და ამის დასტურად რამდენიმე მტკიცება მოჰყავს.
