ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ მედიისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

რაც შეეხება სრულად ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების შემთხვევებს, გამყრელიძის ინფორმაციით, კვლევა ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე პირველი აცრის შემდეგ გარდაცვლილია 12 ადამიანი. რაც შეეხება ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევებს, არ მინდა გადაუმოწმებელ საკითხზე ვისაუბრო, მიმდინარეობს კვლევა ერთ შემთხვევაზე და მოგვიანებით დაგიდასტურებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.