გია სიხარულიძის სტომატოლოგიური კლინიკა ოზურგეთში, ჯილდოვდება ბიზნეს პერსონა 2021-ის ტიტულით!

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად გურიაში, პროექტის მხარდამჭერია ოზურგეთის მერია, ხოლო მასპინძელი რესტორანია: სასტუმრო-რესტორანი ”თამარიონი”, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „სანდო ბიზნეს მედ-ბრენდი 2021“ ჯილდოვდება: სიხარულიძეების სტომატოლოგიური კლინიკის ფუძემდებელი ბატონი: გია სიხარულიძე და ასევე მისი არაჩვეულებრივი მეუღლე: თამთა დუმბაძე. ისინი ერთად ხელმძღვანელობენ კლინიკას და მემკვიდრე: ბატონი ალექსანდრე, რომელიც თბილისში მუშაობს ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში და ცნობილი სტომატოლოგია და ღირსეულად აგრძელებს მამის პროფესიულ გვარს. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს სიხარულიძეების სახელგანთქმული ექიმების ოჯახს ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ და წარმატებულ ოჯახს, დამეთანხმებით ალბათ, რომ ისინი ოზურგეთის მოსახლეობაზე მაღალი პროფესიონალური შემართებით ზრუნავენ და პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამიტომ ნამდვილად იმსახურებენ ამ მორიგ ჯილდოს. გთავაზობთ მათთან ვრცელ ვიდეო-ინტერვიუს.

კომენტარები ფეისბუქიდან