დავიწყებთ მსჯელობას შეზღუდვების დაწესებაზე – ტიკარა

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვების გონივრულად დაწესების შესახებ მსჯელობა დაიწყონ. 

„დღეისთვის ინფექციის გავრცელება და შემთხვევების რაოდენობა ჩვენ მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია, დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვების გონივრულ დაწესების მიმართებით, რათა ჩვენ არ მივიღოთ ის ეფექტი, რაც შარშან გვქონდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.