ჩოხატაურელი, ნიჭიერი ქალბატონი: შორენა სირაძე ჯილდოვდება Business Persona 2021-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად გურიაში, პროექტის მხარდამჭერია ოზურგეთის მერია, ხოლო მასპინძელი რესტორანია: სასტუმრო-რესტორანი ”თამარიონი”, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „პროფ- ბიზნეს ლედი 2021“ ჯილდოვდება: ჩოხატაურელი მეწარმე ქალბატონი და ამასთანავე პედაგოგი მრავალწლიანი მუშაობის სტაჟით, ყველასათვის საყვარელი შორენა მასწავლებელი, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ქალბატონ შორენას ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი მზრუნველობით, სამართლიანობით, სათნოებითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

გთავაზობთ შორენა მასწავლებლის ბიოგრაფიულ რეზიუმეს, რომელიც თავად მოგვაწოდა.

შორენა სირაძე

“1992 წელს ჯერ კიდევ, 19 წლის ასაკში დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა. ვსწავლობდი დაუსწრებლად და ფაქტობრივად ლექციაც კი არ მქონდა მონასმენი, ისე დავიწყე მუშაობა. პროფესიით ვარ ისტორიკოსი. დავამთავრე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამჟამად ვარ ჩოხატაურის N 1 საჯარო სკოლის შესანიშნავი პედაგოგების რიგებში და ვემსახურები ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს. მიყვარს ჩემი პროფესია და ვერ წარმომიდგენია თავი სხვა ამპლუაში. მიყვარს ჩემი მოსწავლები და დავიტრაბახებ კიდეც, რომ მათგანაც ძალიან დიდ სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ და მეამაყება, რომ მე მათი მეგობარი „შოკა მასწი„ ვარ. ვცდილობ შევაყვარო ჩვენი სამშობლოს ისტორია, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ადამიანებად აღზრდაში ცოტაოდენი წვლილი შევიტანო და ძალიან მიხარია, რომ ამ რაიონის საუკეთესო ახალგაზრდების ყოფილი მასწავლებელი მქვია. მშრომელი ადამიანების მრავალშვილიანი ოჯახის წევრი ვარ და ვინც გვიცნობს დამერწმუნება რომ ოთხივე შვილის განათლებაში ჩადეს მათი საუკეთესო წლები და თუ რამეს წამოვადგენთ სწორედ მათი დამსახურება, ძალიან რთული 90-იანი წლების ოთხი სტუდენტის მშობლობა, არც ისე ადვილი იყო. როგორც ავღნიშნე, დაუსწრებლად ვსწავლობდი და ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა დამითმო სამი საათი მეზობელ სოფელში. აქ დაიწყო ჩემი პროფესიული ნათლობა. ხუთი წელი ვიმუშავე იქ და ერთ პატარა კურიოზსაც გავიხსენებ : ჩემი ძმა იყო ჩემი მოსწავლე და და როცა მის კლასელს ცოტა ხმამალა შენიშვნა მივეცი, გაკვეთილზევე მისაყვედურა : „რა გაყვირებს ცა“, მას შემდეგ რაც წარმატებით ჩავაბარე მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდა 1997 წელს, გადმოვედი გიმაზიაში, ჩვენს რაიონში არაჩვეულებრივ გარემოში შევიძინე დიდი გამოცდილება. დღესაც საუკეთესოდ მახსოვს იქ გატარებული წლები. პარარელურად ვკითხულობდი ლექციებს სამედიცინო კოლეჯში და ვიყავი კურატორიც. ერთი წელი ვცხოვრეობდი კიდეც გიმნაზიაში და შემდეგ დავქორწინდი. მყავს მეუღლე გელა რამიშვილი და ტყუპი ბიჭები: თაზო და ბააკა. გელა არის მეფუტკრე და მე კი მისი თანაშემწე, აქედან აღმოვჩნდი მეწარმე ქალთა რიგებშიც. ვაწარმოებთ საუკეთესო ხარისხის თაფლს და სანთლის არაყს, გვყავს მადლიერი მომხმარებლებიც. ძალიან გვიყვარს ეს საქმეც და ფუტკარიც ისეთი მგრძნობიარე მწერია, ყოველთვის გვიფასებს ჩვენს შრომას. გვაქვს ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღი. გელა ყოველთვის გვერდში მიდგას და ხელს მიწყობს, რომ შევძლო ჩემი საქმიანობის უკეთ წარმართვა. ძალიან მადლიერი ვარ გვერდში მიდგას ნებისმიერი იდეის წამოწყებისას და მეც ანალოგიურად. პრინციპში ვავსებთ ერთმანეთს და ცვდილობთ ყველა წამოწყება ერთიანი ძალებით შევასრულოთ, ვარ რეპეტიტორიც, ეს ჩემი ხელით მოწყობილი კაბინეტია: ჩემი აბიტურიენტების შედეგებით ყოველთვის ბედნიერი ვარ და იმედია წელსაც არ დამირღვევენ ტრადიციას თავიანთი ქულებით. -მე თქვენ მიყვარხართ ჩემო ყოფილო აბიურენტებო და მოსწავლეებო! დღეს ბევრი მათგანი უკვე შემდგარი და წარმატებული პროფესიონალები არიან. მიხარია, რომ ცოტაოდენი წვლილი მეც მიმიძღვის მათ განათლებაში. ძალიან მიყვარს ყვავილები 50 ქოთანი ყვავილი მაქვს და ჩემივე ხელით მოწყობილი ლამაზი ეზო, დავფუსფუსებ და ისინიც საოცრად მილამაზებენ ცხოვრებას. ასე, რომ ვინც მიცნობს, იცის რომ სულ მოძრაობასა და შრომაში ვართ. 30 წელია სკოლაში ვმუშაობ და ერთი წელიც არ ჩამიგდია ამ საქმიანობის გარეშე. ერთი კია, რომ მუდამ მიმართლებდა საუკეთესო სკოლებსა და პადაგოგებში ვმოღვაწეობდი, საუკეთესო მეგობრები მყავს უნივერსიტეტიდან, რომელთანაც დღესაც ვაგრძელებ ურთიერთობას და მადლობა მინდა ყველა ჩემს ირგვლივმყოფ ადამიანს, ვისგანაც თანადგომა და სიყვარული არ მომკლებია. ძალიან დამეხმარა და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ადამიანის, რომელმაც სტუდენტობის საუკეთესო წლები თავის სახლში უანგაროდ გაგვატარებინა მე და ჩემ დედმამიშვილებს და ჩვენი მისმართი დიდი ხნის მანძილზე იყო: ქუთაისი, ლომონოსოვის N 25.
2011 წელს საცდელი გამოცდა ჩავაბარე და რესპუბლიკაში პირველი ადგილი მოვიპოვე, იმავე წელსვე გავხდი პირველივე ცდისას სერთიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი, მიუხედავად უკვე 29 წლის სამუშაო გამოცდილება მაქვს „მე მოსწავლის ჩინით ვარ და მასწავლებელს მოვითხოვ“ ჩემი რჩევა იქნება, გიყვარდეთ თქვენი საქმე, არადროს გაჩერდეთ, ალალი და პატიოსანი შრომით ყველაფერი მიღწევადია. შეუძლებელია აკეთო საქმე, რომელიც არ გიყვარს. დაეხმარეთ, თუ კი შეგიძლიათ, გაიღეთ მხოლოდ სიყვარული და თქვენც იგივეს მიღებთ აუცილებლად. მე კი ჩემი მოკრძალებული ისტორიით თუ თქვენი ყურადღება დავიმსახურე მადლობა ამ ყურადღებისთვის ქალბატონო მარიამ”