ელეგანტური და წარმატებული ქალბატონი: რუსუდან აბულაშვილი – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას რესტორან „ლაზიკაში“ და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა
–გაეცანით რუსუდან საზოგადოებას, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ.
-გახლავართ რუსუდან აბულაშვილი, ამჟამად სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ვმუშაობ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში-აუდიტორად. ამ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ მივაღწიე გარკვეული დონის წარმატებას, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, თუმცა რათქმაუნდა ისევ ვფიქრობ კარიერულ წინსვლას და განვითარებას. ვარ დასაოჯახებელი, დამოუკიდებლად განვაგებ ჩემს ცხოვრებას, კმაყოფილიც ვარ, რადგან ვთვლი, რომ კარგად ვართმევ თავს. დამატებით ჯერ-ჯერობით არანაირ ბიზნეს საქმიანობას არ ვაწარმოებ, თუმცა მაქვს გრანდიოზული პროექტების ჩანაფიქრი, რომელსაც კოლოსალური ფინანსები ჭირდება. ამ ეტაპზე კი როგორც უკვე ავღნიშნე მხოლოდ საჯარო სამსახურით ვარ შემოფარგლული.
–რუსუდან, რამ გადაგაწყეტინათ ჩვენ პროექტში მონაწილეობის მიღება?..
-პირველ რიგში საინტერესოდ მომეჩვენა თვითონ 28 სექტემბის საღამო და ივენთი, ნამდვილად მივესალმები ქალთა სოლიდარობას, ძლიერი და წარმატებული მანდილოსნების საზოგადოებას და რათქმაუნდა ეს ჩემთვისაც კარგია ამდენი წარმატებული ქალბატონი წრეში მოხვედრა, რადგან ჩემი აზრით ასეთი შეკრებები ყოველთვის შედეგის მომცემია, თუნდაც სულ მცირედი იყოს. ქველმოქმედებას მივესალმები, თუმცა იმასაც არ დაგიმალავთ, რომ მიყვარს ასეთი საღამოები და ივენთები და ორმაგად სასიხარულოა, რომ ასეთმა შეკრებებმა შესაძლებელია დიდი სიკეთე გააკეთოს და გაჭირვებულ, ან დაავადებულ ბავშვებს და ძალადობის მსხვერპლ ქალებს დაეხმაროს.
-რუსუდან არ შემიძლია არ გკითხოთ, თქვენი სამსახური თუ ეწევა ქველმოქმედებას?..
-სახელმწიფო აუდიტის სამსახური რათქმაუნდა მონაწილეობას ღებულობს საქველმოქმედო ღონისძიებებში, როგორც სხვა საჯარო უწყებები. კერძოდ გავიხსენებ ჩვენი სამსახურისმიერ განხორციელებულ საქვემოქმედო აქციებს: 14 ივნისის წყალდიდობით დაზარალებულებს დავეხმარეთ, შეზღუდული შესაძლებლოების ბავშვებს მივაწოდეთ ჩვენი სამსახურის შესახებ ინფორმაცია და ბავშვთა სახლში მივიტანეთ პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები და დავეხმარეთ შშმ. ბავშვებს. ასევე სისხლის ბანკის საქველმოქმედო აქციაში მთელმა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა და უანგაროდ გასცა სისხლი, პირადად მეც ვარ ერთ-ერთი დონორი, რადგან მეც ჩავაბარე სისხლი გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად.
-რუსუდან, როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?..
-რათქმაუნდა მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს, კარგად ვიცნობ მის ხელმძღვანეობას და ისიც კარგად ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ საზოგადოების ინტერესის და მოთხოვნების დასაკმაყფილებლად და ვუსურვებ აგრეთვე ფინანსებს, რომ უფრო მეტად გახდეს მთელ რუსთავში საუკეთესო რესტორანი, რასაც ნამდილად იმსახურებს „ლაზიკა“, რაშიც საზოგადოებამაც უნდა შეუწყოს ხელი და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ასეთი დონისა და მასშტაბის ღონისძიებას მასპინძლობს იგი 28 სექტემბერს რომელიც ვფიქრობ, რომ ნამდვილად დიდ წარმატებას და აღიარებას მოუტანს.
-მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..
-ჩემი აზრით წარმატების ფორმულა არის თვითონ ადამიანში. შემდეგ კი მხოლოდ მასზეა დამოკდებული, თუ როგორ განივითარებს და როგორ რეალიზებას მისცემს საკუთარ მიზნებს, პირადად ჩემი წარმატების ფორმულა ბავშობიდანვე იღებს საწყისს, რადგან თავიდანვე მინდოდა მქონოდა საკუთარი საქმე და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის რაღაც გარკვეულ პატარა წარმატებას ნამდვილად მივაღწიე. ვთვლი, რომ თუ წარმატების ჟინი ადამიანის ეგოს შინაგანი ნაწილია, მაშინ წარმატებული მომავალი გარანტირებლია. საერთოდ კი ცხოვრების დევიზად მაქვს წარმატების მომტანი ფრაზა: იყო ბედნიერი, შენი არჩევანია.
შეგახსენებთ, რომ რუსუდან აბულაშვილი გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ რუსუდანს, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი რუსუდანი არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული, სიცოცხლით და ენთუზიაზმით სავსე ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.