ჩოხატაურელი კოლორიტი: ბატონი-თეიმურაზ შარაშიძე ჯილდოვდება Business Persona 2021-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად გურიაში, პროექტის მხარდამჭერია ოზურგეთის მერია, ხოლო მასპინძელი რესტორანია: სასტუმრო-რესტორანი ”თამარიონი”, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „კოლორიტი ბიზნეს პერსონა 2021“ ჯილდოვდება: ჩოხატაურელი მეწარმე, და სააქციო საზოგადოება:’ტრანსპორტელი’-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი თეიმურაზ შარაშიძე.

ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ბატონ თეიმურაზს ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ სტუმართმოყვარე ბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი მზრუნველობით, სამართლიანობით, ენერგიულობითა, საოცარი გურული იუმორით და რაც ყველაზე მთავარია, საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ მორიგ ჯილდოს.

ბატონ თეიმურაზს აქვს დიდი ოჯახი,3 ვაჟი, 6 შვილიშვილი და ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე-ქეთევან სიხარულიძე, ჩვენი მედია ჯგუფი იყო მათთან სტუმრად ბუკის ციხეში, დავათვალიერეთ ულამაზესი ადგილები, შარაშიძეების სახელგანთქმული მარანი, დავაგემოვნეთ უგემრიელესი, წითელი ღვინო ‘ჩხავერი’ და საუკეთესო შთაბეჭდილებებით დავბრუნდით ოზურგეთში. ბატონი თემური ფლობს ჩოხატაურში ულამაზეს კარ-მიდამოს, ღვინის მარანს და მარნის თავზე პატარა კომფორტულ სასტუმროს, სადაც გულთბილად უმასპინძლდება ყველა ჩასულ სტუმარს და ასევე, როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, უკვე რამდენიმე წელია გურულ ახალ წელს, კალანდობას, მასთან იკრიბებიან ყველა რანგის სტუმრები და ერთად ულოცავენ სრულიად საქართველოს ძველით ახალი წლის დადგომას!

გთავაზობთ ბატონ თეიმურაზ შარაშიძესთან ვიდეო ინტერვიუს: