როგორ ატყუებენ მოსახლეობას. ვაქცინით გარდაცვლილებზე გვეუბნებიან ვაქცინას არ მოუკლავსო, გულით ან სხვა რამით გარდაცვლილებს კი კორონას აწერენ…

ექსპერტები თავდაპირველად  ამბობდნენ, რომ ვაქცინის შექმნას 3-4 წელი დასჭირდებოდა,  რადგან უნდა გამოეკვლიათ  თანამდევი უარყოფითი მოვლენები,  შეესწავლათ თითოეული ნიუანსი,  მოეძებნათ მოხალისეები,  რომლებიც ამ ვაქცინას გაიკეთებდნენ,  ექსპერიმენტში მიიღებდნენ  მონაწილეობას… საზოგადოდ,  ასე ხდება არა მხოლოდ მკვლელი ვირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინის  შემუშავებისას, არამედ მაშინაც,  როცა თავის ტკივილის ან სიცხის  დამწევი წამლის შექმნას აპირებენ.  ეს ყველაფერი რამდენიმე მილიარდი  დოლარი ჯდება და, შესაძლოა,  ისე მოხდეს, უკუჩვენებების გამო  წამალმა ავტორიზაცია ვერ გაიაროს და  სერთიფიკატის გარეშე დარჩეს,  ამიტომ, მილიარდები წყალში  რომ არ გადაიყაროს, ცდები  ჯერ ცხოველებზე ტარდება,  ძირითადად, ვირთხებსა და  ბოცვრებზე, შემდეგ კი  ადამიანებზე გადადიან.

მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია იმის თქმა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში არაერთ ამერიკულ თუ ევროპულ წამალს ქართველ პატიმრებზე ცდიდნენ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა. სამაგიეროდ, სააკაშვილის  ხელისუფლება იღებდა მილიონობით  დოლარსა თუ ევროს და სულ არ  აინტერესებდა, რა შედეგი ექნებოდა  პატიმრების ჯანმრთელობაზე  საექსპერიმენტოდ შემოტანილ წამალს.  ვისაც არ სჯერა, მარტივად შეუძლია  გადაამოწმოს _ აძლევდნენ თუ არა  სააკაშვილის მმართველობის პერიოდში  პატიმრებს წამალს, რომელსაც  არც შეფუთვა ჰქონდა და არც  ნაცნობი აბის ფორმა; ამბობდნენ  თუ არა ექიმები პირად საუბრებში,  რომ ეს ამერიკული წამალია და  ჯერჯერობით აფთიაქებში არ იყიდებაო…

სამწუხაროდ, ექსპერიმენტები ახლაც გრძელდება და ამას მარტივად დავასაბუთებთ. როცა ცივილიზებულმა სამყარომ პირველი ვაქცინა იხილა, ამ ამბავს ბევრი ქვეყანა სკეპტიკურად შეხვდა. ყველამ ზუსტად იცოდა, რომ ერთ წელიწადში, სრულყოფილი ვაქცინის კი არა, უმარტივესი წამლის შექმნაც კი წარმოუდგენელი იყო. თუმცა, ზოგან იძულებით, ზოგან კი ნებაყოფლობით, აცრები დაიწყო და, როცა მასობრივად არავინ დაიხოცა, ვაქცინაციის პროცესმა უფრო დიდი მასშტაბი მიიღო. ჰო, არ იყო გამორიცხული, რომ ვაქცინას უკურეაქციები მასობრივად გამოეწვია, მაგრამ რა იქნება 2-3 წელიწადში და რა უკუჩვენება ექნება ამ ყველაფერს, ჯერ კიდევ არ ვიცით. ცივილიზებულმა სამყარომ მაშინვე აიტაცა “ფაიზერი” და “ასტრაზენეკა”, თუმცა ამ უკანასკნელმა რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა და მისმა შემქმნელებმაც გაარკვიეს, რომ ეს ვაქცინა თრომბის პროვოცირებას უწყობდა ხელს. შედეგად, ევროპის ლამის ყველა ქვეყანამ “ასტრაზენეკას” მოხმარება შეაჩერა.

ჰოდა, ბაზარზე ჯერ ჩინური “სინოფარმი” გამოჩნდა, მერე კი ჩინელებმა “სინოვაკიც” შესთავაზეს მსურველებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, ჩინურ ვაქცინას ყველამ ეჭვის თვალით შეხედა. პრინციპში, ყველაფერ ჩინურს ეჭვის თვალით უყურებს ყველა და ვაქცინა რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი?! ჩინელებმა ჭკუა იხმარეს და ვაქცინის დოზების უფასო დარიგება დაიწყეს. შეძლეულ ძვალს ძაღლიც არ ეტანებაო, მაგრამ ჩვენ მივეტანეთ და თანაც _ როგორ. ჩინეთმა ჯერ “სინოფარმი” გვაჩუქა, შემდეგ კი, როცა მარაგი ამოგვეწურა, “სინოვაკიც” გვიფეშქაშა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აღნიშნულ ვაქცინებზე ავტორიზაცია არ ჰქონდა გაცემული, მაგრამ ჩვენ მაინც ამ ვაქცინას ვიკეთებდით. რატომ? იმიტომ, რომ სხვა არ მოგვცეს _ “ასტრაზენეკამ” არ გაამართლა, “ფაიზერის” რიგში კი ზესახელმწიფოები იდგნენ და საქართველო ვის აინტერესებდა. ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ დაიწყო. ჯანმომ “სინოფარმსა” და “სინოვაკს” ავტორიზაცია მიანიჭა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს ვაქცინები, ასე თუ ისე, უსაფრთხოა, ე.ი., მყისვე არ მოგვკლავდა. და რა მოხდა? სწორია _ ჩინეთმა ამ ვაქცინების სხვა სახელმწიფოებისთვის მიყიდვა დაიწყო და ჩვენ ისევ ბოლოდან მეორე აღმოვჩნდით რიგში (როგორც გავარკვიეთ, ჩვენს უკან  ჯიბუტი და ჩადია). გამოვიდა, რომ საცდელი ბოცვრები  და ვირთხები ჩვენ ვიყავით,  ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს და  ახლა ცისფერსისხლიანი დასავლეთი  იკეთებს. Geworld.