პირველი შეღავათი ვაქცინირებულ ადამიანებს – რისი გაკეთება შეეძლებათ მოქალაქეებს, რომლებიც აიცრებიან

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის 23 ივლისის დადგენილება, რომლის თანახმადაც სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის კონფერენციებსა და ტრენინგებზე დასწრება PCR ტესტის და ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხების გარეშეც იქნება შესაძლებელი.

დადგენილების მიხედვით, ეს ნორმა ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომელთა სრული ვაქცინაციიდან (აცრის მეორე დოზის გაკეთებიდან) 14 დღეზე მეტია გასული.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისიდან ქვეყანაში მოქმედებს ნორმა, რომლის მიხედვითაც კონფერენციებსა და ტრენინგებზე დასწრება მხოლოდ PCR და ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხებით იყო შესაძლებელი. ამ ნორმამ კერძო სექტორში გაურკვევლობა და კითხვის ნიშნები გააჩნია, მაგალითად ვრცელდებოდა თუ არა ეს მოთხოვნა ორჯერადად აცრილ ადამიანებზე ან რა პერიოდულობით უნდა მომხდარიყო დამსწრეთა ტესტირება, თუკი ტრენინგის ხანგრძლივობა რამდენიმე დღეს აღემატებოდა. შესაბამისად, მთავრობის ახალი დადგენილება ამ მიმართულებით ინფორმაციის დაზუსტებას ემსახურება.

კომენტარები ფეისბუქიდან