ფაიზერზე 153 000 ადგილია დაჯავშნული ანუ ჯოჯოხეთის ბილეთები დაჯავშნულია…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, “ფაიზერის” ვაქცინაზე დაჯავშნულია 153 000 ადგილი და ქვეყანაში კიდევ დაახლოებით, 100 000-ის მარაგია.

“გუშინ ჩვენ დაახლოებით 161 000 ჯავშანი გამოვიტანეთ Pfizer-ზე. დღევანდელი დილის მონაცემებით, დაჯავშნილია 153 000 ადგილი. ჩვენ პირველ დოზაზე, დაახლოებით, 100 000-ის მარაგი ქვეყანაში არის და კიდევ შემოვა თანდათანობით.

საბჭოზე ჯანდაცვის სამინისტრომ დავალება მიიღო პრემიერმინისტრისგან, რომ ხელმისაწვდომობისთვის უფრო გაიშალოს აცრების გეოგრაფიული არეალი. მოლებზეა საუბარი. მსგავსი იცით, რომ ჰუალინგის მოლშია გაკეთებული”, – თქვა გამყრელიძემ.